"ალ ნასრმა" ბონიფეისის შეძენაზე უარი თქვა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდს იმატებს

AutoSharing Option
თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ "ლევერკუზენის" ფორვარდი ვიქტორ ბონიფეისი კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრში" გადავიდოდა, მაგრამ არაბულმა კლუბმა მის დამატებაზე უარი თქვა და არჩევანი "ასტონ ვილას" შემტევ ჯონ დურანზე გააკეთა.

"ალ ნასრი" ბრიტანულ კლუბს კოლუმბიელი თავდამსხმელის სანავლოდ 77 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის. დღეს დურანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც არაბეთში გაფრინდება.

21 წლის დურანი თავის თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლება. ჯონი "ასტონ ვილამ" 2023 წლის იანვარს "ჩიკაგოდან", 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში დურანმა "ვილანების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში
29 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ მართალია, მაგარი გონებაჩლუნგი და ფულის ხამი ყოფილა ეგ დურანი, გვარიც შესაბამისი ერგო. რა დროს საუდის არაბეთია, როცა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაში თამაშობ??? მთელი კარიერა წინ აქვს, არაბეთში მიდის საპენსიო ხალხი მაყუთის საშოვნელად, ამას რა გაუჭირდა ამისთანა?
ცოფიანი სპილო
00:19 31-01-2025
0
ბავშობაში ამბობდა ფეხბურთს ვითამაშებ ბევრ ფულს ვიშონიო. კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესო გავხდებიო
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული