40 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, იგი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
"როცა სათამაშოდ საუდის არაბეთში გადმოვედი, ვერ ვიფიქრებდი, რომ ლიგა ასე სწრაფად გაიზრდებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ერთ ან ორ წელში კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იქნებოდა.
არის თუ არა MLS-ი უფრო სუსტი ჩემპიონატი, ვიდრე საუდის არაბეთის პროლიგა? - რა თქმა უნდა.
ვფიქრობ, რომ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ, ვისაც კი უარსებია. ეს პირადად ჩემი აზრია. ფეხბურთში ყველაფრის გაკეთება
ვარ თუ არა ისტორიაში საუკეთესო? ვფიქრობ, რომ ნამდვილად ასეა. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. ამას მთელი გულით ვამბობ. მესისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. 15 წლის განმავლობაში ერთმანეთის მთავარი კონკურენტები ვიყავით. ჯანსაღი მეტოქეობა გვქონდა, ისე როგორც სენასა და პროსტს", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რონალდომ კარიერის განმავლობაში 5 "ოქროს ბურთი" მოიგო.
ბონიფისი რონალდოს თანაგუნდელი ხდება - "ალ ნასრიმ" თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა
გაბრაზებული რონალდო მატჩის შემდეგ კამერასთან ყვიროდა - კრიშტიანომ უკმაყოფილება ღიად გამოხატა [VIDEO]