"ჯვაროსნების" მეტოქის მწვრთნელი გაირკვა - სომხეთის ნაკრებს ჯონ ვან ტ'სხიპი ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
14 ოქტომბერს გადაყენებული უკრაინელი ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად, სომხეთის ნაკრების მწვრთნელად 61 წლის ნიდერლანდელი ჯონ ვან ტ'სხიპი დანიშნეს.

ტ'სხიპს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მუშაობას 1-ელი მარტიდან შეუდგება. ის ბოლოს"აიაქსს" ედგა სათავეში, სადაც მაშინ გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა, იქამდე კი საბერძნეთის ნაკრების თავკაცი იყო.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთის ეროვნულ გუნდთან ბრძოლა მოუწევს. "ჯვაროსნები" პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად ჩაატარებენ, საპასუხოს კი - 23 მარტს სახლში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Miqautadzem minda debiuti magtad chaamwaros,Ajaxidan angarishi aq gasaaworebeli :))))
L.J .
20:15 17-02-2025
1
ჰოდა 23 მარტსაც დაითხოვენ საქართველოსთან კატასტროფული ანგარიშით წაგების გამო. ))) უკვე წარმომიდგენია რა დღეში ჩაყრიან ჩვენი ლომები. განსაკუთრებით მაგათი მეკარე მეცოდება. ორნიშნა ანგარიშით უნდა მოვუგოთ. თბილისში 12-0 ველოდები.
არ გაუმართლა ჯონს
19:31 17-02-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული