ბენზემამ რონალდო GOAT-ად არ მიიჩნია და თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ალ-იტიჰადის" ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემას კრიშტიანო რონალდოს განცხადების შესახებ დაეკითხნენ. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა თქვა, რომ თავს საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, ყველას შეუძლია თქვას, რაც უნდა. რონალდო თვლის, რომ საუკეთესოა და მისთვის ეს ასეა. ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა.

ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, თითოეულს თავისი ისტორია აქვს", - ციტირებს ბენზემას TNT Sports Brasil.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სადაც პელეა იქ აუცილებლად არის [„განუმეორებელი“გ. კაჩალინი] მ.მესხი.ეს ორი ადგილი დაკავებულია.
ფიგუ
18:01 25-02-2025
0
ხო ვერ ამოვიდნენ რონალდოს ბოღმიდან
მზად არიან ყველა აქონ.
თუ გინდა ძიუბა იყოს. ოღონ რონი დააკნინონ :)
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული