"ლიონის" მწვრთნელი მკაცრად დასაჯეს - პორტუგალიელი ფეხბურთს 9 თვით ჩამოაშორეს

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 24-ე ტურში "ლიონისა" და "ბრესტის" (2:1) მატჩის კომპენსირებულ დროში მასპინძელთა კარში შესაძლო პენალტის სანახავად ვიდეოკამერასთან მსაჯი მივიდა, რომელსაც ფონსეკა შეეკამათა და არბიტრმა გააძევა.

ლიგა 1-ის (LFP) სადისციპლინო კომიტეტმა პორტუგალიელი ამ ქმედების გამო ფეხბურთს 9 თვით ჩამოაშორა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფონსეკას 15 სექტემბრამდე უფლება არ ექნება, რომ გუნდის მატჩამდე და მატჩის შემდეგ გასახდელში შევიდეს. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ფრანგული კლუბი.

"ლიონი" 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში
ბუქარესტში "სტიაუას" დაუპირისპირდება.

altფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე - "ლიონმა" ლაკაზეტის დუბლით "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

altასე გაიმარჯვა "მილანმა" დერბიში - რა გააკეთა პაულო ფონსეკამ მატჩამდე ფეხბურთელების მოტივაციის გასაზრდელად [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ თვითონ ფონსეკას ასე გაგიჟება იყო ალოგიკური და მერე,ეს სასჯელი!ამ ყველაფერს რაღაცა ქვეტექსტი და წინა ისტორია უნდა ჰქონდეს,რომელზეც ჩვენ(ყოველ შემთხვევაში მე მაინც) არაფერი ვიცით.იმედი მაქვს საგრძნობლად შეუმცირებენ,სასჯელს.
სოსო
11:47 06-03-2025
2

სიახლეები პოპულარული