ხავი სამწვრთნელო კარიერის განახლებას ივნისში აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავიმ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობის განახლებას ივნისში გეგმავს.

"ივნისამდე დასვენება მჭირდება და ამის შემდეგ მზად ვარ, კლუბებისა და ეროვნული გუნდების შემოთავაზებებს მოვუსმინო.

რატომ არ უნდა ჩავიბარო ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის?! მსურს, მივიღო მონაწილეობა ახალ პროექტში, რომელიც შთამაგონებს გამარჯვებისკენ. მინდა გავაგრძელო მწვრთნელობა", - ციტირებს 45 წლის ესპანელ COPE.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე რო ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო გავუშვებდი სანიოლს და ამას დავნიშნავდი
ტოტტი
16:19 19-03-2025
1
რა კლასნი ფეხბურთელიც იყავი ეგეთი კლასნი მწვრთნელი უნდა გახდე
iniesta
15:41 19-03-2025
0

სიახლეები პოპულარული