ნუნიესმა შესაძლოა, კარიერა ლა ლიგაში განაგრძოს

AutoSharing Option
GiveMeSport-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ფორვარდის დარვინ ნუნიესის შეძენით ლა ლიგის ბინადარი "ატლეტიკოა" დაინტერესებული.

მადრიდულ გუნდს სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანტუან გრიზმანი დატოვებს, რომელიც MLS-ს მიაშურებს და ურუგვაელიც მის შემცვლელად განიხილება.

თავის მხრივ, "ენფილდზე" ნუნიესის შენარჩუნება არც "ლივერპულის" მწვრთნელ არნე სლოტს სურს, რადგან თავდამსხმელს კარგი შედეგები აქვს.

ნუნიესის სატრანსფერო თანხად დაახლოებით 40 მილიონი ევრო სახელდება. მან მიმდინარე სეზონში ჯამში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული