"მესის მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქეს, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი" - პატრის ევრას სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ, RMC Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესის მოაგებინეს.

"გასაგებია, რომ 2018 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგვიგია, მაგრამ დეშამის მიმართ უპატივცემულობაა, როდესაც აცხადებენ, რომ ის ცუდი მწვრთნელია და სასწრაფოდ უნდა წავიდეს. ზიდანზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ფოკუსირებული დეშამის მუშაობაზე უნდა ვიყოთ. 

ყველამ ვიცით, რომ 2022 წელს ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინეს. ეს ყველაფერი მუნდიალის დაწყებამდე დაწერილი იყო. ფრანგებსაც კი სურდათ, რომ მესის გაემარჯვა. 

პირადად მე, დიდიე დეშამს წარმატებებს ვუსურვებ",
- განაცხადა პატრის ევრამ.

alt"გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა, მისი ბრალია, რომ დღეს რობოტებს ვუყურებთ" - ევრამ პეპი გააკრიტიკა

alt"ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია" - ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

alt"ნაპოლიმ" მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ლუკაკუზე ბევრად კარგი მოთამაშეა" - ანტონიო კასანო


მკითხველის კომენტარები / 25 /
Აბა ეხლა!დაცხეთ დისლაიქები! მესი იყო ბარსელონაში მაგარი, რადგან მას ფეხბურთი რონალდინიომ ასწავლა, მერე ყავდა ხავი ინიესტა სუარესი, გადავიდა საფრანგეთში და ჩაქრა ერთი რიგითი ფეხბურთელი გახდა ეხლა ისმის კითხვა არის ის რაც მასზე არის გაცემული? Მე ვფიქრობ რომ ეს ადაპტაცია არის იმის დასაფარად რომ ზოგ ფეხბურთელს სახელი არ შეელახოს, აი კვარა ამის ნათელი მაგალითია და კიდევ ბევრი სხვა ფეხბურთელი ამიტომ ჯობია ეს ფანატიზმი ცოტა რეალურად შეაფასოთ ზოგიერთებმა.
Qartveli
02:18 22-03-2025
1
ისე ეს მესის ჰეიტერები რა საცოდავი ხალხია...
არტ
11:30 21-03-2025
0

სიახლეები პოპულარული