"ასე აღარ უნდა ვითამაშოთ, რთულ სიტუაციაში ვართ. კრიტიკა უნდა მივიღოთ და უკეთესები გავხდეთ.
ჩემი პოტენციალი კარგად ვიცი და ბრაზილიის ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. გოლს ყოველთვის ვერ გავიტან, ამის გამო ბოდიშს ვიხდი. ეს ისეთი მარტივი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
ევროპაში ფეხბურთს უფრო სწრაფად თამაშობენ, იქ ბევრად უკეთესი მოედნებია, ვიდრე ჩვენთან", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Globo Esporte.
ჯერ "ოქროს ბურთი", მერე შესაძლოა საუდის არაბეთი - ვინისიუსი ამ ზაფხულს არსად წასვლას არ აპირებს
"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი