მესი კვლავ ევროპაში? - არგენტინული გამოცემა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ლიდერი ლიონელ მესი, შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას TNT Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი "ლა პულგას" დაბრუნებას არა ამ, არამედ მომდევნო ზაფხულს შეეცდება, რადგან ამჟამად "ბარსელონას" რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს.

გამოცემის ინფორმაციით, თავად ლეო "ბარსაში" მეორედ გადასვლაზე თანახმაა და თვლის, რომ "ბლაუგრანაში" დაბრუნება მისი კარიერის დასრულების იდეალური სცენარი იქნება.

შეგახსენებთ, 37 წლის მესი მაიამის "ინტერს" 2023 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არგენტინელს MLS-ის კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

alt"მესის მსოფლიო ჩემპიონობა აჩუქეს, ეს ყველაფერი

წინასწარ იყო დაწერილი" - პატრის ევრას სკანდალური განცხადება

alt"ამის გაკეთება მაიძულეს" - ლიონელ მესი

altბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღაც, ჟურნალისტების მიერ გამოგონილი ზღაპრები მგონია, რადგანაც არა მგონია ლეო დაბრუნდეს, თუნდაც იმის და გამო, თუ რა ცუდი ფორმით გაუშვეს ლეგენდა! მითუმეტეს ლეოს ნათქვამი აქვს, (ინტერვიუში წავიკითხე) რომ ნებისმიერ წყენას გულში ვინახავო და დიდხან მყვებაო, ვერც გაამტყუნებ! ლეოს კი არა, აგერ მე ბარსას თავგადაკლული ფანი ვიყავი და რაც ლეოს აკადრეს "ზოგიერთებმა" დღემდე ვერ მომინელებია.
2

სიახლეები პოპულარული