
"თუ მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ მოვიგებთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი უნდა მივცეთ.
ყველამ ვნახეთ, რომ არგენტინა მუნდიალის გამარჯვებული გახდა, პირადად მე, მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს, რა თქმა უნდა, თუ კვლავ მოვიგებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ არ აღვნიშნავთ ისე, როგორც ეს კატარის მუნდიალზე გავაკეთეთ", - განაცხადა "ასტონ ვილას" კარის დარაჯმა BPlay-სთან
შეგახსენებთ, მიუხედავად ბრაზილიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, არგენტინამ მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ "სელესაოსთან" მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაინაღდა, როდესაც ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
"ჩვენი გუნდის 99,9%-ია" - ემილიანო მარტინესი ლიონელ მესიზე საუბრობს