ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სპორტულ მაღაზიაში მუშაობს

AutoSharing Option
L`Equipe-ის ინფორმაციით, ვეტერანი ფრანგი მცველი ჟერემი მატიო მარსელის ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში მუშაობს. 

"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, წყაროს ცნობით, საკუთარ მოვალეობებს თავს ძალიან კარგად ართმევს - ის მაღაზიის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია. ასევე, L`Equipe დასძენს, რომ მალე მეტიო მწვრთნელის სერთიფიკატსაც აიღებს.

ჟერემი "ბარსას" რიგებში 2014-2017 წლებში გამოდიოდა. კატალონიური კლუბის მაისურით მატიომ 91 მატჩი ჩაატარა და 7 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა დივიზიონი (ორჯერ). სხვადასხვა დროს, ფრანგი მცველი "სოშოს", "ტულუზას", "ვალენსიასა" და "სპორტინგის" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა, დეპუტატობის არ ვამბობ მაგრამ რამე ფედერაციის პრეზიდენტობას ან მოადგილეობას როგორ ვერ გამოკრა ხელი საინტერესოა ;)
ტიტუ
23:17 07-04-2025
0

სიახლეები პოპულარული