ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
მსაჯს ალბათ ბარსას გავსლა ეწერა! აბა ასე არაობიექტურად მსაჯობა გაგონილა?! ტაიმში აშკარა პენალტი არ დაუდო პსჟ (მასკერანოს ხელბურთი) მერე იყო რაღაც საეჭვოდ იაქტიურა დამხმარე მსაჯმა რომლებიც ყოველთვის ჩუმად დგანან ხოლმე კარს უკან ეხლა კი გამოხტა და დაანიშნინა პენალტი და ვერავინ იტყვის რომ 100% დასადები იყო, 3–1ზე ნეიმარზე თავისუფლად შეეძლო წითელის ჩვენება უკნიდან განზრახ ჩაარტყა მეტოქეს ესეც გაატარა 91 წ–ზე უსირცხვილოდ ჩუქნის პენალტს სუარესის თეატრალური დაცემის მერე და ამ დროს უკვე რატომღაც დამხმარე მსაჯი დგას "გატრუნული" არადა კარგად დაინახავდა რომ არაფერი არ იყო იქ მომეტში თუმცა ამჯერად ხმას არ იღებს! მერე უმატებს 5 წუთს გაუგებარია რატომ როცა 3–4 წუთი იყო მაქსიმუმ დასამატებელი და იმის გათვალისწინებით თუ რამხელა კუში ჰნოდა ბარსასა გასვლას მართლა ჩნდება ეჭვები...................................რას ვუყურეთ გუშინ?ფეხბურთს სადაც პსჟ იდგა თამაშობდა ხიხონივით შეშინებული და ჩაფსმული ,ემერიმ ალბათ თვითონაც არ იცის რატომ არ დააყენა დი მარია სასტავში მაგრად ყლაპა და ვერც მოინელებს ამას და აქეთ შემართული მოტივირებული მფრინავი ბარსა + მსაჯის რამდენიმე უნებლიე(ვითომ!!???)შეცდომა თუ–––––––კარგად დადგმული სპეკტაკლი საკითხავი აი ეს არის
guro
09 მარტი 2017 11:04
0
საოცარი იყო შედეგი მძაფრი სიუჟეტებით, ამ დროს თამაში ბევრი არაფერი
ვულოცავ ბარსას ყველა გულშემატკივარს
მერაბი გ.
09 მარტი 2017 10:53
0
ვიღაცამ მილიარდები ამოაყირავა პსჟ წყალსაც წაუღია
dola
09 მარტი 2017 10:47
0
მოდით რა სისულელეების წერას თავი გაანებეთ და ლოგიკურად შეხედეთ ყველაფერს( ნეგატიურად ალბათ იმიტო საუბრობთ რომ ან ფული წააგეთ ან რეალის ფანები ხართ) ბოლო სამი თამაშის მიხედვით გუნდი ფორმაში იყო შესული, და რაა გასაკვირი პსჟ-ს თუ მოუგეს 6-1, ასეთი ანგარიშებით რეალს ამარცხებს ბარსა. არ დაგავიწყდეთ გუნდის ძირითადი ბირთვი ხუთი წლიდან თამაშობს ფეხბურთს და ხუთი თითივით იციან რა უნდათ მოედანზე, დაუმატეთ ნეიმარი სუაესი უმაღლესი დონის ფორვარდები, და ეგაა
ako
09 მარტი 2017 10:42
0
ტოტალიზატორის სუნი ასდისო რო იძახით, 5 პროცენტს მივცემ მარტო ამ თამაშზე, ნეიმარმა ჯარიმა რო გაიტანა მაგას ტოტალიზატორი დაგეგმავდა?ინიესტას ქუსლური, ამასაც? შანსი არაა :), ,,,
gio
09 მარტი 2017 10:35
0
მეორე პენალტი არ იყო დასანიშნი,მაგრამ დანარჩენში შეუსრულა ბარსამ!
ძრწოდეთ,რეალის ფანებო!)))
dima
09 მარტი 2017 10:29
0
გიზო, დაიძინე
uefalona
09 მარტი 2017 10:27
0
ტოტალიზატორი როა იმიტო მედო ბარსას გასვლა და მოვიდე კიდეც ,თორე ეგ რო არ იყოს მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა განა ან კამერუნი,ან რომელიმე აფრიკული ნაკრები...იუვეა ჩემპიონი,უკვე გაკეთებული მაქ იუვეს ჩემპიონობაზე ფსონი...
levani zesta
09 მარტი 2017 10:25
0
ფეხბურთი სპორტი აღარ არის - ბიზნესია ბიზნესიიიი.
გიზოოოოო, შეეშვი ტოტალიზატორს, დაგღუპავს.
izi
09 მარტი 2017 10:22
0
realistebis bogmiani komentarebii at gvinda..

Valeri
09 მარტი 2017 10:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული