რა დროს მესის მაისურია! - კიელინიმ ბონუჩის "უჯიკა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის დროს "ბარსელონას" ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან მაისურის "დაჯავშნას" ცდილობდა.

აღნიშნული საქციელი არ მოეწონა ჯორჯო კიელინის, რომელმაც თანაგუნდელს მოუწოდა, ყურადღება თამაშზე გაემახვილებინა.

მას შემდეგ, რაც ბონუჩიმ არგენტინელს დაუძახა, მასთან კიელინი მივიდა და რბილად მკერდზე მიარტყა. ბონუჩიმ მოიცილა თანაგუნდელი და მესისთან საუბარი გააგრძელა: "ლეო, მაისურები გავცვალოთ?".

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მაისურები გაცვალეს.

ბონუჩიმ ამასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ძალიან გახარებულია მესისთან მაისურის გაცვლით, რადგან არგენტინელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

-
ჩ/ლ. 1/4-ფინალი: სასწაული "კამპ ნოუზე" - "ბარსამ" კარში ერთხელ დაარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული