ატლეტიკო-რეალის გამოხმაურება: რაც ბოლო 59 წლის განმავლობაში ევროტურნირზე არ მომხდარა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ატლეტიკომ" მოუგო "რეალს", რაც ბოლო 59 წლის განმავლობაში ევროტურნირზე არ მომხდარა, მაგრამ ეს გამარჯვება მარცხის ტოლფასი იყო - ორმატჩიან დუელში "რეალმა" იძალა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს.

"სამეფო კლუბი" 3 ივნისს კარდიფში ითამაშებს და იქ "იუვენტუსს" დაუპირისპირდება - ეს ფინალი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ, პირველი მატჩების შემდეგ კი ფავორიტებმა სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცეს. მართალია, "ვისენტე კალდერონზე" დაიძაბა ვითარება, რაც "ატლეტიკოს" სწრაფად გატანილი ორი გოლის შედეგი გახლდათ, მაგრამ მთლიანობაში, "რეალმა" მაინც აჯობა მეტოქეს და ფინალში დ
ამსახურებულად გავიდა.

ამ მატჩს ბევრი ინტრიგა ახლავს თან - ერთი მხრივ, "რეალი", რომელიც ფინალებს არ აგებს და მეორე მხრივ, დანავსული სტატისტიკა, რომ ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ორჯერ ზედიზედ ვერ იგებს - რომელიმე ნავსი უნდა გატყდეს: ან "რეალმა" უნდა წააგოს ფინალი, ან ერთმა გუნდმა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგოს.

ზინედინ ზიდანი "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ესეც საინტერესო თემაა, რადგან ზიზუმ კარიერის 5 სეზონი "იუვენტუსში" გაატარა და სწორედ იქიდან გააცნო თავი საფეხბურთო მსოფლიოს. ალვარო მორატა "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ესპანელმა ფორვარდმა ორი სეზონი სწორედ "ბიანკონერიში" გაატარა და 2015 წელს, ნახევარფინალიდან "რეალის" გაგდებაში ლომის წილი დაიდო.

სამი ხედირა და გონსალო იგუაინი "რეალის" წინააღმდეგ - ორივეს ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება, სადაც ბევრ წარმატებას მიაღწიეს.

იტალიურ და ესპანურ მედიაში ეს თემები უკვე აქტუალურია - ქვემოთ კი მადრიდული დერბის გამოძახილს და შესაბამისად, საინტერესო კომენტარებს გავეცნოთ...

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "გუნდში უძლიერესი ფეხბურთელები მყავს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს და ფინალში გასვლა დაიმსახურეს. "იუვენტუსის" წინააღმდეგ გუნდის გაყვანა ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული, რადგან სწორედ ტურინში ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. "იუვე" უდიდესი კლუბია, რომელსაც დღემდე უკავია ადგილი ჩემს გულში. მათ ჩვენსავით დაიმსახურეს ფინალში გასვლა და წინ დიდი ბრძოლა გველოდება. ქარიმ ბენზემას ეპიზოდი? - არც კი ვიცი, როგორ გამოძვრა იმ მდგომარეობიდან და როგორ გასცდა სამ მცველს - კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, რადგან გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღო. რაც შეეხება ისკოს, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. იქნება თუ არა ის "იუვენტუსთან" ძირითად შემადგენლობაში? - ვნახოთ, იქამდე ესპანეთის ჩემპიონატში გვაქვს სათამაშო".

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "პირველ მატჩში ძალიან გავირთულეთ საქმე, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ არასდროს ვნებდებით. კარგად გამოჩნდა, თუ რის ხარჯზე არის "ატლეტიკო" ევროპის ტოპ-გუნდებში. მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც ჩვენ გვერდითაა - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო მხარდაჭერა გვაქვს მსოფლიოში. დიდი მატჩი იყო, რომელშიც ბოლომდე დავიხარჯეთ. დასანანია, რომ არ შემიძლია გაბის ან გოდინის კლონირება, რომლებიც თამაშში სულს და გულს დებენ. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. "რეალს" და "ბარსელონას" ცოტათი ჩამოვრჩებით - უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ და ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩამორჩენაც აღმოიფხვრება".

ისკო (რეალი): "თამაში საშინლად დავიწყეთ და ძალიან გავირთულეთ მდგომარეობა, თუმცა შემდეგ მოვიკრიბეთ ძალები და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ფინალში გავედით, გზად კი პრინციპული მეტოქე ჩამოვიშორეთ, რაც გამარჯვებას უფრო სასიამოვნოს ხდის. ვიმსახურებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში თამაშს? - ამას მწვრთნელი წყვეტს და მოდით, ნუ ჩავერევით მის კომპეტენციაში. მე ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ და იმედია, ფინალშიც მოედანზე ვიქნები".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "მართალია, პირველ შეხვედრაში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მინიმუმ ერთი გოლი გასვლაზეც გვჭირდებოდა - საბედნიეროდ, ეს გოლი შევაგდეთ და შემდეგ, შედარებით მშვიდად ვგრძნობდით თავს. ვფიქრობ, მეტოქეს ორივე შეხვედრაში ვაჯობეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. ჩვენ "რეალი" ვართ, მეტი გამოცდილება გვაქვს და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, მაგრამ იქამდე ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია".

კეილორ ნავასი (რეალი): "მადლობა ღმერთს ამ დიდებული საღამოსთვის - ბედნიერი ვარ, რომ ფინალში გავედით და არც ერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია. მეტოქემ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ბრძოლისთვის. ქარიმ ბენზემას ბრწყინვალე თამაში ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები - ქარიმი ვარჯიშებზე ხშირად აკეთებს მსგავს ფინტებს და ბუნებრივია, რომ ამის გაკეთება თამაშზეც შეუძლია. თუმცა, ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა არაა სწორი - გუნდმა ითამაშა კარგად და დაიმსახურა ფინალში გასვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგ კაცების გუნდი ექცევა რაულისნაირ და კასილასისნაირ ლეგენდებს არაკაცურად. არაუშავს?
მეფე–ხუან კარლოსს
09:51 15-05-2017
0
ხომ არ დაგავიწყდა კარვახალმა რა თქვა კლასიკოს შემდეგ? დღეს ყველა მადრიდისტა ნახმარიაო და მინდა შეგახსენო რომ შენს მიერ ნახსენებმა ბარსამ იხმარა შენს მიერ ნახსენები "კაცების გუნდი", კაცებს კიდევ მოგეხსენება არ ხმარობენ, ასე რომ ..............
მეფე–ხუან კარლოს
09:48 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული