მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
3 ივნისს, კარდიფში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა, რომელმაც იტალიური გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრეს ჯილდოს ისტორიაში მეთორმეტედ დაეუფლა. ამასთან, "რეალი" და მისი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდნენ პირველები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში (1991/92 წლების შემდეგ) გამარჯვება ზედიზედ შეძლეს.

სტადიონ "მილენიუმზე" გამართულ მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ მე-20 წუთზე, დანიელ კარვახალის გადაცემის შემდეგ გახსნა. ტურინელებს გასათანაბრებლად 7 წუთი დასჭირდათ - მარიო მანჯუკიჩმა ბურთი
ეფექტური დარტყმით გადაგზავნა კეილორ ნავასის კარში.

შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა - მადრიდის "რეალი". ჯერ 61-ე წუთზე კარლოს კასემირომ საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს, 64-ეზე კი ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ, რონალდომ კარიერის მე-600 გოლი მიითვალა.

მატჩის მიწურულს "იუვენტუსი" კაცნაკლული დარჩა - 84-ე წუთზე მსაჯმა ფელიქს ბრიხმა მოედნიდან ხუან კუადრადო გააძევა. "მილენიუმზე" საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე მარკო ასენსიომ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალი დათმო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ronaldo ronaldoooo.ჰალა მადრიდდდდდ
zuriko
08:00 05-06-2017
0
რონალდო მსოფლიოში საუკეთესოა, როგორც ფეხბურთელი. ქვეყნის პატრიოტი, ქველმოქმედი და კარგი მეგობარი. ვისაც მაგის "პრიჩოსკა" არ მოწონს, მესის ქერა თმებზე და "ნაკოლკებზე" იკაიფოს.
mari
01:32 05-06-2017
0

სიახლეები პოპულარული