ბარსელონა-პსჟ 1:1 - ერთხელაც ვერ მოუგო, მაგრამ გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
50-ე წუთზე, როგორც კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით არგენტინელმა ხავიერ პასტორემ გოლი გაიტანა, მოედანზე მეორე არგენტინელს უხმეს - ტიტო ვილანოვას სხვა გზა არ ჰქონდა, ჯერაც ბოლომდე მოუშუშებელი ლეო მესი ბრძოლაში გადაისროლა.

"ლა პულგა" შეიძლება შორს იყო საუკეთესო კონდიციებისგან, მაგრამ მისმა გამოსვლამ "ბარსელონას" თამაში მაინც ერთნაირად შეცვალა, აქამდე ყოჩაღი "პარი სენ-ჟერმენი" კი დაამცრო.

შედეგად მივიღეთ საპასუხო გოლი, რომლის შექმნაშიც ლომის წილი თავად მესიმ დაიდო, საბოლოოდ კი "ბარსელონა" შოკისგან პედრო როდრიგესმა იხსნა - 1:1.

ორი მატჩის ჯამში 3:3, მაგრამ ნახევარფინალში სტუმრად გატანილი მეტი
გოლის წყალობით, კატალონიური გრანდი გავიდა. პსჟ-ს კი მხოლოდ შექება ეკუთვნის

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-პსჟ 1:1 (2:2)
გოლები: 0:1 პასტორე (50), 1:1 პედრო (71)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ადრიანო (62. ბარტრა), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, ფაბრეგასი (62. მესი), ვილია (83. სონგი).
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე (88. ვან დერ ვილი), ალექსი, ტ. სილვა, მაქსველი - მოურა, ვერატი (83. ბექჰემი), ტ. მოტა, პასტორე - იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (81. გამეირო).
გაფრთხილება: ადრიანო - ლავეცი, სილვა, ბექჰემი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 12-12 (2-7); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 96 022

VideoSportall.Ge
10.04.13. ბარსელონა - პსჟ 1:1

მატჩის შემდგომი კომენტარები:
კარლო ანჩელოტი: ასეთი თამაშის შემდეგ, გავარდნა ძნელია

ჟორდი როურა: შემდეგ ეტაპზე ნებისმიერ გუნდთან გაგვიჭირდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პსჟ-მა ევროპაში პატივისცემა დაიმსახურა

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე პსჟ-თან ორი ფრე ჯობია,გალათასარაისგან სამი ბურთის მიღებას.
giorgi
14:09 11-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული