ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
19 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის "სტიაუასა" და მაკედონიის "ვარდარს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ "სტიაუამ" შინ "ვარდარს" ანგარიშით 3:0 სძლია, ამიტომ თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე "სტიაუა" უფრო იქნება.

აქვე გეტყვით, რომ "დინამომ" შინ "სტრეიმურს" ანგარიშით 6:1 მოუგო და საპასუხო მატჩს ფარერებში 23 ივლისს ჩაატარებს.

"დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საკუთარ კედლებში 30/31 ივლის გამართავს, ხოლო 6/7 აგვისტოს მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
ევროპის ლიგაზე
"დილასა" და "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმ ეტაპზე სადაც სტიაუსას უნდა შეხვდეს დინამო სუსტი მეტოქე არ არსებოს, შეიძლება სახელით სუსტი იყოს ზოგიერთი გუნდი მაგარამ თამაშით ძლიერი,ასე რომ ყურების ჩამოყრა არაა საჭირო,თამაშია საჭირო,ჯიგრული თამაში...
dinamoeli
20 ივლისი 2013 10:19
0
მართლაც კარგი გუნდია სტიაუა.იმედი მაქვს დაიმატებენ კიდევ ფეხბურთელებს მანამდე,თორემ ძაან გაგვიჭირდება ბარიერის გადალახვა, არადა თან დიდი დრო არც რჩება..თუ ვინმეს ყიდვას აპირებენ, დღეს ან ხვალ უნდა წარადგინონ და ოთხშაბათს უკვე ათამაშონ, რომ ცოტა მაინც შეთამაშდნენ
dato
20 ივლისი 2013 08:00
0
გუნდი არ გაძლერეს!!!და ლიგა გვინდა...
1
19 ივლისი 2013 23:46
0
სტიაუა ძალიან ძლიერი გუნდია! თან ფორმაშიც არიან, მასზე ძლიერი სავარაუდო მეტოქეებიდან მხოლოდ სელტიკი თუ არის(?!)..(ბაზელიც არასასურველი მეტოქე იყო). თუმცა გამარჯვება ნამდვილად შეიძლება!.. დ ი ნ ა მ ო ო !!!
გიო
19 ივლისი 2013 20:50
0
ლივერპულს რომ დავეჯახეთ,მაშინ როგორ განწყობაზე ვიყავით?
არავითარი შანსი!-ასეთი განწყობა სუფევდა.ლივერპულიდან რადიორეპორტაჟს ვუსმენდით,ცხონებულ კოტე მახარაძეს მიყავდა,გოლი რომ გავიტანეთ,კოტემ-,,ზოლოტოი მიაჩ,,(რუსულად მიყავდა)-,,ოქროს ბურთიო!!!,,-ეს გოლი,სტუმრად გატანილი შეიძლება ოქროს ფასი ჰქონდესო!,,-რას წარმოვიდგენდით,რომ თბილისში ერთს კი არა სამ უპასუხო გოლს გავიტანდით!100ათასი ესწრებოდა და მსურველი კიდევ 200ათასი იყო!ხალხი მანქანის 4საბურავში ცვლიდა ბილეთს!ზოგი წინა დღეს შეიპარა და მთელი ღამე-და მეორე დღე სტადიონზე იმალებოდნენთამაშის მოლოდინში!!!
akhali
19 ივლისი 2013 19:25
0
მე ვფიქრობ ,რომ სტიაუასთან საბრძოლველად საყრდენი ზონაა გასაძლიერებელი(ხერხემალი)და ფლანგის მცველები...
იყიდეთ კოლუმბიელი 20წლის კოენტრაუ და ბურთს დაუმალავს სტიაუას,ბოკას მარც.ნახევარმცველი მინიო(2.8მლნ),ცენტრშიც თამაშობს,23წლის...2-3წელიწადში მინიმუმ რუსეთში გაყიდით ორივეს 15-20 მლნ ეუროდ,უფრო მეტი შანსია რომ გაცილებით ძვირად
akhali
19 ივლისი 2013 19:21
0
არა მგონია ადვილ მეტოქეს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩელსის და აიაქსის დარი გუნდების გამწარება შეეძლოს, უფრო კაი ვარიანტიც თავუსუფლად შეიძლებოდა, არ გაგვიმართლა
.........
19 ივლისი 2013 17:03
0
ეეეე მაგარი და მებრცოლი გუნდია,მაგატტან ფრტხილი ტამასი გველის,180 წუტი ცეცხლი გველის სტადიონზე...ვინ დაიცვება ვნახოტ
reso
19 ივლისი 2013 16:16
0
სტიაუა კაი გუნდია :|
beqa
19 ივლისი 2013 15:02
0
შედარებით რთულ მეტოქეებს ავცდით, ვნახოთ წარმატებები დინამოს! შეტევა შეტევააა:)
dato
19 ივლისი 2013 14:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული