დუშან უჰრინი: "სტიაუას" კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ბუქარესტის "სტიაუასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უპირველესად, "სტიაუას" შემდგომ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და ვფიქრობ, მაყურებლმა კარგი, სანახაობრივი შეხვედრა იხილა.

ჩემმა გუნდმა თამაში პასიურად დაიწყო, გოლი გავუშვით, თუმცა მეორე ტაიმის სასტარტო 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და ბურთიც გავიტანეთ.

მეტოქის კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო და რომ გაგვეტანა, მატჩი უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა.

მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დავასრულეთ, მაგრამ წინ ევროპალიგის პლეი ოფი გველის,
მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონს" ვეთამაშებით",
- თქვა უჰრინმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
სტიაუა - დინამო 1:1 - ჩემპიონთა ლიგა სხვა გზით მოდის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტბილისის დინამოსჰი ამდენი ფულია ცჰადებული და ტუ ეს გუნდია და ეს გუნდი ტუ ფეხბურტს ტამასჰობს ცუდად კოფილა ცჰვენი საკმე. ეს ლეგიონერები სად იპოვეს, სირცხვილია რა
domenti
11:14 07-08-2013
0
დვალისნაირი ხლართა მასტი რომ გეყოლება თავდასხმაში, სერიოზული გუნდის შთაბეჭდილებას ვერ დატოვებ ჩემ თვალში. გამოჩნდა კიდეც რა გუნდიც არის.
odala
11:40 07-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული