2007/08 წლების სეზონში "მეტალისტი"-"კარპატი" (4:0) ჩაწყობილი იყო. უეფა უახლოეს 24 საათში მიიღებს გადაწყვეტილებას, მოკვეთავს "მეტალისტს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან თუ არა.
შეგახსენებთ, რომ "მეტალისტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გერმანულ "შალკეს" ეთამაშება 21 და 27 აგვისტოს.
ამასობაში ბერძნული პაოკ-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ "მეტალისტს" გააგდებენ და მის ნაცვლად პაოკ-ს დაუშვებენ.
სწორედ ბერძნულ გუნდს აჯობა მეტალისტმა III საკვალიფიკაციო ეტაპზე. პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ჰუბ სტევენსმა უკვე დაზვერა სავარაუდო მეტოქე "შალკე".
თუკი ასე მოხდა, თელ-ავივის "მაკაბი", რომელსაც პაოკ-ი უნდა შეხვდეს, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშებლად მოხვდება.