უცნაური სიტუაცია ევროთასებზე: პაოკ-ი "მაკაბის" ხვდება და "შალკეს" ზვერავს

AutoSharing Option
13 აგვისტოს უეფას სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელიც უკრაინული კლუბის, ხარკოვის "მეტალისტის" საკითხს ეხებოდა.

2007/08 წლების სეზონში "მეტალისტი"-"კარპატი" (4:0) ჩაწყობილი იყო. უეფა უახლოეს 24 საათში მიიღებს გადაწყვეტილებას, მოკვეთავს "მეტალისტს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან თუ არა.

შეგახსენებთ, რომ "მეტალისტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გერმანულ "შალკეს" ეთამაშება 21 და 27 აგვისტოს.

ამასობაში ბერძნული პაოკ-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ "მეტალისტს" გააგდებენ და მის ნაცვლად პაოკ-ს დაუშვებენ.

სწორედ ბერძნულ გუნდს აჯობა მეტალისტმა III საკვალიფიკაციო ეტაპზე. პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ჰუბ სტევენსმა უკვე დაზვერა სავარაუდო მეტოქე "შალკე".
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი საბერძნეთში გადასვლამდე სწორედ "შალკეში" მუშაობდა.

თუკი ასე მოხდა, თელ-ავივის "მაკაბი", რომელსაც პაოკ-ი უნდა შეხვდეს, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშებლად მოხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული