შედეგად, "ჯალოროსი" ჯგუფში ბოლო ადგილზე დაეშვა და რთულ ვითარებაში ჩაიგდო თავი.
პირველ ტაიმში ბატე-მ "რომას" სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რასაც არავინ ელოდა. მართალია, მეორე ნახევარში იტალიელებმა ორი გოლი შეაგდეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია, როდესაც ჯგუფის აუტსაიდერთან მარცხდები და
- რა მოხდა პირველ ტაიმში?
- თამაში კარგად დავიწყეთ და ანგარიში ჩვენ უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს.
სწრაფმა გოლმა დაცვის თამაშში დისონანსი შეიტანა და ამით მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. ძალიან სუსტი იყო დაცვის მარჯვენა ფრთა, რადგან ყველა საგოლე იერიში იქიდან წამოვიდა. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში და ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.
- იქნებ შემადგენლობის შერჩევისას შეცდით, რადგან თავდამსხმელები საერთოდ არ ეხმარებოდნენ დაცვას, რამაც უკანა ხაზს ძალიან გაურთულა საქმე?..
- დიდი არჩევანი არ მქონდა და ის თავდამსხმელები დავაყენე ძირითად შემადგენლობაში, რომლებიც ჯანმრთელად იყვნენ. კარგი იქნებოდა, ფრანჩესკო ტოტის და ედინ ჯეკოს რომ ეთამაშათ, მაგრამ ისინი ტრავმირებულნი არიან.
- იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც პირველ ტაიმში მოხდა?
- პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ. ჩვენი მიზნები არ იცვლება და გვექნება იმის საშუალება, რომ დაკარგული ავინაზღაუროთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კიდევ ოთხი თამაში დაგვრჩა და დარწმუნებული ვარ, რომ მათ გაცილებით უკეთ ჩავატარებთ. შემდეგი თამაში "ბაიერთან" გვაქვს და იქ არა ერთი ტაიმი, არამედ მთელი 90 წუთი უნდა ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე.
- როგორ მიიღეს ფეხბურთელებმა მარცხი?
- მათ მიიღეს ის რეალობა, რაც არის და ისიც კარგად იციან, რომ ვითარება უნდა გამოვასწოროთ. წინ სერია A-ს მატჩია, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა, რაც ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. იმედი მაქვს, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები ჯანმრთელები დაგვიბრუნდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"