გორის "დილას" მეტოქე დანიურმა "ოლბორგმა" სპარინგში იმარჯვა

AutoSharing Option
დანიურმა "ორჰუსმა" "ვიბორგთან" საკონტროლო მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა. დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

პირველი მათგანი შესვენებისას, მეორე კი შეხვედრის 68-ე წუთზე შეცვალეს.

დანიის ჩემპიონატი 19 ივლისს იწყება. პირველ ტურში "ორჰუსი" "მიდტიულანდს" მასპინძლობს.

კიდევ ერთმა დანიურმა კლუბმა, "ოლბორგმა", რომელიც ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" მეტოქეა, გერმანულ სამოყვარულო "ფელბერტს" სპარინგში 2:0 სძლია.

"ოლბორგი" პირველ ტაიმში: ლარსენი, დალსგაარდი, პედერსენი, ნილსენი, ალმანი, ბრუნი, პ. კრისტენსენი, ჰანსონი, ვიხმანი, ფრედერიკსენი, კურტი.
შეცვლაზე შევიდნენ: დუე, ვიურტცი, აუგუსტინუსენი, კ. კრისტენსენი, ტომსენი, ტელანდერი, ტოფტი,
ბლაბიერგი, სპალვისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა
გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი
გორის "დილა" სელექციას აგრძელებს - გუნდში მამუკა კობახიძეც მივიდა
რატი ალექსიძემ გორის "დილაში" ივარჯიშა
გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული