ოლბორგი VS დილა - დანიელები აგრესიული თამაშით იმუქრებიან

AutoSharing Option
25 ივლისს ოლბორგში, თბილისის დროით 22:15 საათზე, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა - "ოლბორგი"- დილა" დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისში "დილამ" 3:0 მოიგო.

დანიაში გორული გუნდის დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, ბექა შეყრილაძე
მცველები: კახა ალადაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი გურული;
ნახევარმცველები: ერიკ გაბარევი, ლაშა გვალია, მიხეილ გორელიშვილი, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი აბურჯანია, დავით ბოლქვაძე;
თავდამსხმელები: ირაკლი მოდებაძე, გიორგი ილურიძე, რატი ალექსიძე.

Sportall.Ge

24 ივლისს დანიაში შევეხმიანეთ "დილას"
მენეჯერ გია ისიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, "დილას" ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და გუნდი უპრობლემოდ ემზადება თამაშისთვის.

ადრე გაუწყეთ, რომ "დილამ" დანიაში გამგზავრებამდე ტრავმის გამო დაკარგა კაპიტანი და ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე.

"ოლბორგის" ვებგვერდზე კი მასპინძელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, კენტ ნილსელის მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა.

"დილასთან" პირველი მატჩი ჩვენთვის ძალიან დიდი გაწბილება იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. საკუთარი თავი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავაყენეთ.

მდგომარეობის გამოსწორების მცირე შანსი შეგვრჩა, რის გამოყენება
საც ყველანაირად ვეცდებით და ამას ძალიან აგრესიული თამაშით თუ მოვახერხებთ.

ამ მატჩს სულმოუთქმელად ველით არა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გვჯერა, არამედ იმიტომაც, რომ "ოლბორგის" მომდევნო ეტაპზე გასვლა დიდი სიურპრიზი იქნება",
- ამბობს ნილსენი.

"ოლბორგის" შემტევი ტომას აუგუსტინუსენი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ლუკე სპალვისი, ჯეიმს ბლადჯერგი და კრისტიან რაი ასაკობრივ ნაკრებში არიან გამოძახებულები და ამის გამო გამოტოვებენ "დილასთან" მატჩს.

ამ ოთხეულიდან თბილისური მატჩის განაცხადში მხოლოდ აუგუსტინუსენი და სპალვისი იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ვიცით, "ოლბორგი" შემოგვიტევს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ
გიორგი დევდარიანი: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თავი უკვე ქუდში გვაქვს
ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი: ძალიანაც სწორად მოვიქეცი, გორის "დილაში" რომ მოვედი
მიხაილ გორელიშვილი: დედა რუსი კი მყავს, მაგრამ სისხლი თავისას შვრება
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაინც ვერ გავიგე, კვახაძე ტრავმის გამო დაკარგა გურიამ თუ გამოაკლდა. თუ დაკარგა, რა უნდა მაგის მოძენბას, გურია პატარაა.
abdala abdaladze
16:40 25-07-2013
0
პირდაპირი არცერთ არხზე არააა ან ჩიხურასი ან დილასი ?
lado
14:51 25-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული