- U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
ამის შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა განაცხადა.
"საბედნიეროდ, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. უბრალოდ, გადაღლილი იყო და ამის ბრალია, რაც მოხდა, თორემ სერიოზული დაზიანება არ აქვს.
კოხრეიძეს შემოწმება ჩაუტარდება, ტომოგრაფიას გადაუღებენ და შემდეგ გავიგებთ, რა სჭირს. იმედი მაქვს, მის შემთხვევაშიც სერიოზუილი არაფერია. ტრავმების გამო ისედაც დიდი დანაკლისი გვაქვს", - თქვა ყიფიანმა.