მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, დღეს საქართველოს ნაკრებს თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდება და კარგი იქნება, თუ არ დავიზარებთ და "მიხეილ მესხზე" მივალთ.
ამ გუნდმა გორში წააგო, მაგრამ ფეხბურთი ითამაშა და ის ჟინი აჩვენა, რასაც თითოეული ჩვენგანი ნაკრებებიდან ველით და ვითხოვთ. ჩვენი თანადგომით კი მათ ძალიან დავეხმარებით.
ბოლოს და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ყოველდღე არ ტარდება და სანამ ბიჭებს შედეგს მოვთხოვთ, ცოტა ხნით შეწუხება საკუთარ თავებსაც უნდა დავაძალოთ.
4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. სასიამოვნოა, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიშობდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი კოხრეიძე, რომლებიც გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" პორტუგალიასთან შეხვედრაში დაშავდნენ.
- გიორგი ყიფიანი: კარგად ვაცნობიერებთ, რომ შვედებთან შეხვედრა გადამწყვეტია
- გიორგი ჩაკვეტაძე: მაყურებლის თანადგომა ძალიან გვჭირდება
აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს ეროვნული გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო. სლოვაკმა სპეციალისტმა ბიჭები გაამხნევა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
- წარმოუდგენელი ტალანტია - ვლადიმირ ვაისის რჩეულები 19-წლამდელებში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906", თბილისი);
მცველები: დავით კობოური ("დინამო", თბილისი), ნიკა მალი ("საბურთალო", თბილისი), ალექსანდრე კახიძე ("ინტერ ალფა", მოსკოვი), ლუკა ლაკვეხელიანი ("საბურთალო", თბილისი), თომა ხუბაშვილი ("საბურთალო", თბილისი), შალვა ბურჯანაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია ("დინამო", თბილისი), დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე ("დინამო", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("საბურთალო", თბილისი), თემურ ჩოგაძე ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე ("საბურთალო", თბილისი), ვატო არველაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა).
- რამდენად კარგად იცნობ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს?
დღესვე, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ჩეხეთისა და პორტუგალიის 19-წლამდელები ითამაშებენ. ეს შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.
U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 17:30
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00