წარმოუდგენელი ტალანტია - ვლადიმირ ვაისის რჩეულები 19-წლამდელებში

AutoSharing Option
დღეს, 5 ივლისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში II ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- U19. საქართველო VS შვედეთი - არ დაიზაროთ!..

4 ივლისს გიორგი ყიფიანის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა. მას ეროვნული გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო. სლოვაკმა სპეციალისტმა ბიჭები გაამხნევა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

"მსურდა, ბიჭებისთვის სპორტული იღბალი მესურვებინა, რადგან ამის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. პორტუგალიასთან
პირველ შეხვედრაში მათ არ გაუმართლათ. მართალია, წააგეს, მაგრამ კარგი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენეს, ხასიათიც და დიდი პოტენციალიც გამოავლინეს.

სხვათა შორის, გუნდი ტაქტიკურად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. სამწუხაროა, რეალური საგოლე მომენტები რომ ვერ გამოიყენეს (იცინის)... ამან ეროვნული გუნდი გამახსენა... მაგრამ ბრძოლა კიდევ შეიძლება - ყველაფერი ჩვენს ხელთ არის.

მეორე შეხვედრა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ყველაფერი იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, ფეხბურთელებზე...

მათში ბრძოლის ჟინი აშკარად ჩანდა. შვედებთან შეხვედრაში გუნდს გამარჯვება მინდა ვუსურვო", - თქვა ვაისმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინა:

"მიმაჩნია, რომ ეს თაობა საქართველოს ნათელი მომავალია. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც აშკარად გამოირჩევიან. მაგალითად, არაბიძე უკვე ეროვნულ ნაკრებში დავაწინაურეთ და თავიც გამოიჩინა".

ცხადია, დავინტერესდით, ვინ იგულისხმა სლოვაკმა სპეციალისტმა "რამდენიმე ისეთ ფეხბურთელში"? "ლელოს" საშუალება მიეცა, ვაისისთვის უშუალოდ დაესვა კითხვა. საინტერესო პასუხი მივიღეთ:

"არაბიძემ პირველ ნაკრებში უკვე ითამაშა. ჩაკვეტაძესაც დავასახელებ, რომელიც წარმოუდგენელი ტალანტია. სხვა საინტერესო მოთამაშეებიც აღმოვაჩინე, რომელთაც არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს...

თუმცა შვედებთან მთავარი იქნება, ინდივიდუალური თვისებები გუნდური ფეხბურთისთვის გამოიყენონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმოგიდგენიათ,ფეოლას 1958 წელს 17 წლის პელე შვეციაში რომ არ წაეყვანა და მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების მერე რამე ახალგაზრდულ ტურნირზე ეთქვა,არ ვიცოდი ასეთი კარგი ტალანტი თუ გვყავდაო?....
ზაზა
06 ივლისი 2017 11:48
0
გიოს:
უნდა იცნობდეს კი არა,მათი ყოვდღიური დღის რეჟიმიც კი უნდა იცოდეს.ვინ ეპარება სიგარეტს და ვინ ლუდს და ღვინოს,ვინ ბევრს ჭამს და ვინ ნაკლებს,ისიც კი უნდა იცოდეს...მწვრთნელია და მაგან უნდა აღმოაჩინოს ახალი ტალანტები.ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.
ეგენი რომ არ იცის და არ აკეთებს,იმიტომ აქვს სატურნირო ცხრილში შესაშური მდგომარეობა...
ზაზა
06 ივლისი 2017 11:43
0
რა გიკვირთ 17-18 წლის ბავშვებს ყველას რო არიცნობს?? ჩაკვეტაძეს იცნობს, არაბიძეს იცნობს კი არა ნაკრებშიც ყავს.. დანარჩენებიდან რომელი ითვლება საქართველოს ჩემპიონატში თავისი გუნდის ლიდერად?? და თუ ჩვენ ჩემპიონატშიც კი ზამენიდან თამაშობ რატო უნდა გიცნობდეს ნაკრების მწვრთნელი??
Gio
05 ივლისი 2017 16:18
0
ფეხბურთზე უნდა იაროთ,ბატონო ვაის.აქ,საქართველოში უნდა ცხოვრობდეთ და ყოველ ტურს თვალს ადევნებდეთ.
სოსო
05 ივლისი 2017 15:07
0
ეროვნულის სათავეშია ამდენი ხანია და 19 წლამდელებს არ ვკცნობდიო,კაცი ამბობს....ოეეეეე,ფედერაცია!!!!!....მარტო ამის გამოა გასაშვები ეს კაცი...
ქუთაისი
05 ივლისი 2017 14:46
0
arabidze,chakvetaze,gvilia,ananidze,kashia,kankava,okriashvili,xocholava,makaridze,lipartia,kvirkelia,merabishvili,kide erti atikaci da a nakrebi chemi azrit
euhhh
05 ივლისი 2017 14:35
0
რათქმაუნდა ყველა ერთად არუნდა მიუშვა პირველ ნაკრებთან დიდი ზარზეიმით თორე მერე ეგეთ საქციელებს დიდი იმედგაცრუებაც თანახლავს.
quTaiseli
05 ივლისი 2017 14:19
0
რა მნიშვნელობა აქვს 17წლისა თუ 18წლის თუ ატყობ რომ მაგარია უნდა ენდო. ისე რომ იცოდეთ დინამოში რომ ათამაშეს ხურცილავა 17წლის იყო. დარასელია16წ.მამა მუჯირი16წ.ჭედია16წ.ზ.რევიშვილი17წ.ცაავა18წ.სტეფანია18წ. და ა.შ.რამდენი იყო.
lo
05 ივლისი 2017 14:09
0
ესე ახალგაზრდობის გამო დააწინაურეს ნაკრებში რამდენიმე ნიჭიერი, მაგრამ ამან უკუშედეგი მოგვცა.
ki
05 ივლისი 2017 14:03
0
"სხვა საინტერესო მოთამაშეებიც აღმოვაჩინე,რომლებსაც არ ვიცნობდი"...
რატომ არ იცნობდა 19 წლის ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს,ვერ გვიპასუხებს ფეხბურთის ფედერაცია?
პელეს რატომ იცნობდნენ 16 წლის ასაკში(17 წლის უკვე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა)...მარადონას 16 ასაკში მსოფლიო იცნობდა,მესი 18 წლის ასაკში უკვე ბარსას სასტარტოში იყო....
ეს კაცი 19 წლის ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს რატომ არ იცნობდა კობიაშვილო?
ზაზა
05 ივლისი 2017 14:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული