გიორგი ყიფიანი: ჩვენ რობოტები არ გვჭირდება!

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-შვედეთის მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

5 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართულ შეხვედრაში ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლიეს და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

- U19. საქართველო-შვედეთი 2:1 - თამაში, რომელსაც გადატრიალება შეუძლია [VIDEO]

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- დიდი მადლობა ჟურნალისტებს! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენსავით ნერვიულობდა. ამიტომ ყველას გილოცავთ! ეს გამარჯვება ყველასია! ჯგუფიდან გასასვლელად შვედეთთან მოგება იყო საჭირო. თოთოეულმა ფეხბურთელმა საამისოდ ყველაფერი გაიღო და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა,
რთული თამაში იყო, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატია...

- დღევანდელ შეხვედრაში უკეთ გამოჩნდა გუნდის შეტევითი პოტენციალი, ვიდრე პორტუგალიასთან. ეს მეტოქის დონემ განაპირობა?
- ჯგუფში 4 თანაბარი ძალის გუნდია. ფეხბურთელების მიმართ მინდა გამოვხატო პატივისცემა - პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ უკეთ შეგვეძლო თამაში, მოთამაშეებმა კი საკუთარი თავის ირწმუნეს და თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.

- გვაქვს რესურსი, რომ ხარისხი თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესოთ?
- ახლა მთელი ყურადღება ჩეხეთთან მატჩისთვის მომზადებას დაეთმობა და უკეთ თამაშს ვეცდებით. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ძალების აღდგენა შევძლოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს.

- შემდეგი მატჩი საკმაოდ ძლიერ ჩეხეთთან გველის და გუნდი ძალების აღდგენას მოასწრებს?
- ჩვენ თანამედროვე აპარატურა და ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს, ძალები რომ აღვიდგინოთ, თუმცა ეს მაინც თითოეული ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- ეპიზოდებში არაბიძე გუნდური ფეხბურთიდან ხომ არ იყო ამოვარდნილი?
- არაბიძეს, ჩაკვეტაძესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს საკუთარი ხელწერა აქვს. შესაძლოა, გიორგის რამდენჯერმე უფრო მარტივად შეეძლო თამაში, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ არაბიძე მატჩიდან იყო ამოვარდნილი. გიორგიმ შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. უბრალოდ, მე მას ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი.

გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუხამოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება არა რობოტები, არამედ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გამოადგებიან.

- არაბიძესთან ურთიერთობა რთულია?
- ჩემს გუნდში არავის აქვს განსაკუთრებული პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ჩემთან ან თანაგუნდელებთან ურთიერთობა უჭირდეს.

- რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. გუნდში დისციპლინის პრობლემაა?
- დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, ფეხბურთი ემოციური თამაშია და მიმაჩნია, რომ ეს ბარათებიც ემოციების ფონზე მივიღეთ.

- ჯგუფიდან გასვლის შანსზე რას იტყვით?
- შანსები ნამდვილად არის. ჩვენი მიზანი უცვლელია - საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის.

კლას ერიკსონი, შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
- იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა ან ზედმეტად ვნერვიულობდით და სწრაფი გოლი გავუშვით. მეორე ნახევარში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა საქართველომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ ასაკში უმაღლესი დონის ტურნირზე ვთამაშობთ და უფრო მეტი ყურადღება გვმართებდა, ჩვენ კი კონცენტრაცია დაგვაკლდა. მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო, რადგან ჯგუფში 4 თანაბარი დონის გუნდია. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კოხრეიძე რატომ არ მოგწონთ ძალიან კარგად დაიხარჯა და კარგის მეტი არაფერი არ ითქმის მასზე, ბოლომდე იბრძოდა ყველა ბურთზე, უიმედო ბურთზეც კი ბრძოლობდა. არც არველაძე იყო ცუდი კარგად შემოვიდა. იტოკში მომწონს ამ გუნდის შემართება ყველას წარმატებას ვუსურვებ.
roma
08 ივლისი 2017 09:57
0
ჩეხები გამოგვცდიან. ბურთის დაჭერა და კომბინაციური თამაში, დალაგება , რასაც ქვია სათამაშო დისციპლინა აკლია გუნდს, ეს კი სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა. ვნახოთ, სწრაფი გოლი გვინდა თან 2, ტორე ბოლო 20 წუთი დავდგებით და შეტევის თავი აღარ გვექნება. აუცილებლად არველაძე უნდა დააყენოს თავიდანვე და და მალის ფრთაა გასაძლიერებელი, თორე არაფერიც არ გამოვა. მაგარი ძაღლი გუნდია ჩეხეთი ტრადიციულად, გერმანიისა არ იყოს ბოლომდე დგანან. წარმატებები. იტლიელმა მსაჯმა დაგვაღალატა.
vaso
07 ივლისი 2017 12:54
0
ამ ბავშვებისგან მართლა შეიძლება კარგი ფეხბურთელების გაზრდა, და არ ვიქნებით კარგი ნაკრების ღირსები ეს ბიჭებიც რო ისევე დაიკარგონ როგორც ამათი წინა თაობა დაიკარგა
ziz
06 ივლისი 2017 19:54
0
როგორც გმირს არ შეშვენდის ყოყოჩობა ასევე დიდ სპორტსმენს არ შეშვენდის ყოყოჩობა ზემოდან ყურება თორემ მისგან არა......დარჩება.
ზასტაველი
06 ივლისი 2017 17:56
0
ნუგო,თუ კომპიუტერის კლავიატურას მარცხენა მხარეს დახედავ ,ნახავ კლავიშს მაღლა მიმართული ისრით და ინგლისური წარწერით,შიფტ.თუ ამ კლავიშზე ხელს დააჭერ და მეორე ხელით დააჭერ ასო რ-ს,დაიწერება ასო ღ,ასევე ასო წ-ს ნაცვლად დაიწერება ჭ,ტ-დან თ,ესიდან შ,ჯ- დან-ჟ,ზ დან ძ,ც-დან ჩ.ცოტა წაივარჯიშე და უცბად აითვისებ,თორემ მასე ნახევარი ვერ გავიგე, რას ამბობდი.
სოსო
06 ივლისი 2017 17:30
0
თავიდან გაწერე თორე ძნელი წასაკითხია ამდენი "სჰეცდომები'
NUGO-s
06 ივლისი 2017 17:10
0
სანამ ტურნირი დაიწყებოდა,ბევრი სწერდა,რომ გუნდში მხოლოდ პატრონიანი ბავშვები ჰყავდათ აყვანილი,გაცილებით უკეთესებს კი ნაკრების კარი დაუხურეს.თუ ეს მართლა ასეა და ნეტავ მართლა ასე იყოს,მაშინ ქართული ფეხბურთის საქმე ძალიან კარგად ყოფილა.
რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას,არ დაგავიწყდეთ,რომ სააკაშვილმა სპორტის აკადემია დაშალა და ქვეყანაში აღარ ხდებოდა მძლეოსნობის და ფიზაღზრდის სპეციალისტების მომზადება.,მანამდეც რა პერიოდი გამოვიარეთ გეხსომებათ,ასე რომ სპეციალისტები რომ აღარ გვყავს, საკვირველი არ არის.იმედია ვაკუუმი საკმაოდ მცირე დროში ამოივსება,თორემ კვალიფიციური კადრის სიმცირე სპორტის ყველა სფეროში თვალში საცემია.ამას ერთ თვიანი კურსები ბერ უშველის,ამას აკადემიურ დონეზე რამდენიმე წლიანი სწავლა სჭირდება.
სოსო
06 ივლისი 2017 16:58
0
ბოდისჰი კოცჰორასჰვილი გამომრცჰა-ბოდისჰი...დზალიან მაგარი ბიცჰია-..
მესი და რონალდინიო, მესხი და მეტრეველიც ყსჰვებდნენ სჰეცდომებს ტამასჰისას და ნყ ცამოვდზახებტ ... კურდგება გავამახვილოტ რისი გაკეტებაც სჰეუდზლიატ ტანატ უმაგლეს დონეზე და იმაზე რომ მატ აკვტ მოედნის ხედვა ტანაც ამ ბიცჰებს კველას..სხვა ტასჰორის საგირასჰვილსაც რომელიც ცინა ტამასჰიტვის ზოგმა გააკრიტიკა

მე ნამდვილატ ვხედავ ამ ბიცჰების ხელსჰი მოკიაპე კარტულ პეხბურტს...გტხოვტ ნუ დაკარგავტ ამ ტაობა და =ვინც ცჰამოვტვალე ცინა კომენტარცჰი...

Mაისურადზეს დზალიან გლახად მოეკცნენ ნუ იზავტ იგივეს კიპიანტან... არიან კიდე მცვრტნელები სჰეუცხვეტ ხელი... კიპოიანი, მაისურადზე, დევდარიანი, ცეცადზე....

პეხბყრტის სამოცი ცელი..და კოველივე კარტულის მოკვარული
nugo
06 ივლისი 2017 16:08
0
არაბიძე კუცია ჩაკვეტაძე რომ ძალიან ნიჭიერები არიან ეს ყველამ დაინახა . მაგრამ ასევე მომეწონა ორივე შეხვედრაში ქოჩორაშვილი. არ ვიცი მარტო ჩემზე დატოვა კარგი შდაბეჭდილება ,, თუ რატომ არ ახსენებს არავინ. პირველი იმიტომ მომეწონა რომ ქართველ ფეხბურთელებში მებრძოლი მორბენალი სხარტი ბიჭები ძალიან გვაკლია. ქოჩორაშვილი კი სასწაული იყო ამ მხრივ ,სისწრაფე ბრძოლა სირბილი მაღალ სიჩქარეებზე და კიდევ ერთი რაც არაბიძეს აკლდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება როდესაც ფურთს იღებ ეს მომეწონა ქოჩორაშვილში.
ჯიქია
06 ივლისი 2017 15:38
0
ჩანკვეტაზე,კუცია,არაბიძე,ლაკვეხელიანი, კოხრეიდზე, ურგანადზე,კოვბოური.სარმყკასოვი...ამატ დაუმატეტ ლოცჰოსჰვილი, მალი, = ასევე ახალგაზრდა ოკრიასჰვილი, კაზაისჰვილი, კაკაბადზე-ეს უკვე დზალიან დზლიერი გყნდი კალიბდება (+ხარაისჰვილი არველადზე...). Gაისად ეროვნული ნაკრები სჰედზლებს მაგალი ადგილებისტვის ბრდზოლას
nugo
06 ივლისი 2017 15:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული