[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?

AutoSharing Option
დოსიე
დავით მთივლიშვილი
დაიბადა: 1994 წლის 26 ოქტომბერს
ამპლუა: მარჯვენა მცველი
სიმაღლე: 169 სმ
წონა: 62 კგ

სანაკრებო კარიერა
საქართველო U-17: 7 მატჩი
საქართველო U-19: 2 მატჩი

საკლუბო კარიერა
2011-2013: თბილისის "ლოკომოტივი" (32 მატჩი, 1 გოლი)
2013: ქუთაისის "ტორპედო"

დიდი ხანია, რაც დავით მთივლიშვილი ნაკრების მწვრთნელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ის კობა ჟორჟიკაშვილმა 17-წლამდელებში მიიწვია და ნაკრების ლამის შეუცვლელი მოთამაშე იყო. მაგრამ მიზეზთა გამო, 19-წლამდელებში შესარჩევი ეტაპი და ბელგიასთან ელიტრაუნდში ბოლო შეხვედრა გამოტოვა.

- ჯერ შენი პირველი ნაბიჯები გაიხსენე.
- თბილისში
დავიბადე და თბილისშივე გავიზარდე. ფეხბურთზე უკვე 5 წლის ასაკში "ნორ დინამოში" თემურ თვალჭრელიძესთან მივედი. ბავშობაში ჩვენს ასაკში ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავდა და ლამის ყველა ტურნირი მოგვიგია.

ზარმაციც არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთში თავიდანვე წარმატებული ვიყავი. პირიქით, 8-9 წლის ასაკში ჩემს გუნდში სხვებივით გამორჩეული ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ მონდომება არ მაკლდა და იმდენს ვვარჯიშობდი, რომ ამან გარკვეულ დონემდე მიმიყვანა.

იმ გუნდში უნიჭიერესი ბიჭები გვყავდა და სამწუხაროდ, ბევრი დაიკარგა. მხოლოდ მე და დათო უბილავა შემოვრჩით, 15 წლამდე გუნდელები ვიყავით "ნორჩ დინამოში", მერე "ლოკომოტივში" და გარკვეული პერიოდი ჩვენი გზები გაიყარა - მე "ლოკომოტივში" დავრჩი, ის კი "ვიტ ჯორჯიაში" გადავიდა. მაგრამ ახლა ქუთაისშიც ერთად ვართ და ნაკრებშიც.

- თავიდანვე ფლანგის მცველი იყავი თუ სხვა პოზიციაზე თამაშობდი?
- სულ ფლანგის მცველი ვიყავი, იშვიათად ფლანგის ნახევრმცველადაც მათამაშებდნენ. ელიტრაუნდში კი გია ცეცაძემ ჩემთვის ჩვეულ ამპლუაში მათამაშა.

- ნაკრებში როგორ მოხვდი?
- 2010 წელს 17-წლამდელების ის შესარჩევი ციკლი იწყებოდა, თბილისში რომ გაიმართა. მაშინ მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი იყო და იმ შესარჩევიდან დაწყებული ელიტრაუნდით დასრულებული, ბოლომდე ვითამაშე. მერე კი 19-წლამდელების ციკლი დაიწყო და გია ცეცაძემ ელიტრაუნდის მატჩებზე ამიყვანა, რომელსაც ჩემს კარიერაში საუკეთესო მოგონებები უკავშირდება.

ბელგიაში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დამსახურებულად გავედით - ინგლისს, შოტლანდიას და ბელგიას აშკარად ვაჯობეთ.

- 19-წლამდელების შესარჩევი ეტაპი რატომ გამოტოვე?
- გუნდს ტრამვის გამო ვერ დავეხმარე. მაგრამ მერე ფორმა აღვიდგინე და ცეცაძემ ისევ მიმიწვია.

- ელიტრაუნდში შოტლანდიასთან შენი გაძევება ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ეპიზოდი გახდა. გულწრფელად თქვი, მსაჯი მართლა ცდებოდა თუ წითელი ბარათი დაიმსახურე?
- გეტყვით, რაც მოხდა და თავად შეაფასეთ: შეხვედრამდე კარგად ვიცოდით, რომ სიფრთხილე გვმართებდა და მაქსიმალურად კორექტულად ვთამაშობდით. მე კი მატჩის მსვლელობისას მსაჯმა სულ ორჯერ დამაჯარიმა და არც ერთ ამ ეპიზოდში განსაკუთრებულად არ მიუხეშია, რადგან წმინდა სათამაშო ეპიზოდები იყო. მაგრამ ესპანელმა არბიტრმა ორივეჯერ ყვითელი ბარათი მაჩვენა.

და კიდევ - ეს ყველაფერი მოედნის ცენტრში ხდებოდა და არა კარის სიახლოვეს, მით უფრო, ბოლო იმედის ჯარიმა არ ყოფილა. ასეთი საშინელი და დაუნდობელი მსაჯობა არსად მინახავს.

- ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და ალბათ, უფრო და უფრო ნერვიულობ.
- ნერვიულობა არა, უფრო პასუხისმგებლობის გრძნობა მიძლიერდება, რადგან საქართველოს არც ერთ 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია. ჩვენი მიზანი კი სამაგალითო გამოსვლაა, ხალხი უნდა გავახაროთ.

- რას ელი ამ ტურნირისგან პირადად შენთვის და ქართული ფეხბურთისთვის?
- პირადად მე ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ, ქართული ფეხბურთისთვის კი წინსვლას, წარმატებასა და აღიარებას ველი.

- შენი აზრით, რომელი გუნდია ჩვენი ჯგუფის ფავორიტი?
- უკონკურენტო ტურნირზე არავინ არის. ჩვენ ჯგუფში კი კონკურენტად საფრანგეთი მიმაჩნია, მაგრამ სერბეთთან და თურქეთთანაც დაძაბული თამაშები გველის.

- ახლა 19-წლამდელების 8 მოთამაშე ქუთაისის "ტორპედოში" გადახვედით. ევროპის ლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე ერთდროულად თამაში ფსიქოლოგიურად ძნელი არ იქნება?
- რა თქმა უნდა, ძნელი იქნება, ორივეზე წარმატებით გამოსვლა უნდა მოვახერხოთ. ამაში მწვრთნელებიც გვეხმარებიან.

- საქართველოში კლუბები ნაკრების ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებენ, მაგრამ ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგაზე შორს რომ წავიდეს, როგორ იქნება საქმე, ევროპის ჩემპიონატზე გაგიშვებენ?
- ეჭვიც არ მეპარება. ევროპის ჩემპიონატზე ხელს როგორ შეგვიშლიან. მე მგონია, რომ ორივე ტურნირზე მაგარი თამაშები გველის და ყველგან უნდა მოვიგოთ. მე მართლა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ჩვენც ხომ უნდა გავიხაროთ.

- საერთოდ, ფეხბურთში რაზე ოცნებობ?
- სანაკრებო დონეზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას ვისურვებდი, სააკლუბო დონეზე კი ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჩი რომ ცერს ბევრი ნიციერი დაიკარგაო მაგას რატომ არ ცერს ტუ რატომ დაიკარგნენ, დაიკარგნენ იმიტომ რომ ტუ იმ ეტაპზე ნაკრებსი არ მოხვდნენ მერე ტუნდაც რომ მოუმატონ ტამაშს ზედ არავინ უყურებს ამატ კი ერტიდაიგივე გვარს სულ გარანტირებული აქვთ არიან ფორმასი ტუ არ არიან, იმის მაგივრად რომ საქარ/ტველოსი ბევრი ახალგაზრდა გამოსცადომ სულ ერტიდაიგივეს მიათრევენ ესენი და მერე ბოლოს გვრჩება ხელში ეროვნული ნაკრები ნული ესაა მთელი ქარ/ტული პეხბურტის უბედურება
zizu
00:07 24-06-2013
0
ეხლა ამას რო კაცი წაიკიტხავს, იპიქრებს, რო ტვალჭრელიძემ და ჟორჟიკაშვილმა ფეხბურტელი გაზარდეს :)))))))
kruifi
20:32 23-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული