19-წლამდელთა ნაკრების ევროპული დღიური - გუნდი ლატვიაშია

AutoSharing Option
5 ივლისის საღამოს, გულშემატკივრებთან და მედიასთან ძალზე თბილი და უშუალო შეხვედრის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრა.

ჩვენი გუნდი რიგაში პირდაპირი რეისით გაფრინდა და სამსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ, თვითმფრინავი რიგის აეროპორტში დაეშვა.

19-წლამდელთა ნაკრები ლატვიის დედაქალაქში, სასტუმრო "Days Hotel" - ში დაბინავდა. სასტუმროში მისულებს ადგილზე დაგვხვდა ნაკრებისა და რიგის "სკონტოს" მცველი - ლაშა დვალი და ის უკვე გუნდთან ერთადაა.

თუმცა, ამავე დროს, ლაშა დილის ვარჯიშებს "სკონტოსთან" ერთად ატარებს. 11 ივლისს, ლატვიურ კლუბს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი
ელის საკუთარ მოედანზე.

19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები კი, თანაგუნდელის მხარდასაჭერად სტადიონზე წასვლასაც აპირებენ.

შეკრებაზე ჯერ არ ჩამოსულა ნიკა კაჭარავა, რომელიც გუნდს 8 ივლისს შეუერთდება. 11 ივლისს ჩამოვლენ ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე.

მგზავრობით დაღლილი ფეხბურთელები მთელი დღის განმავლობაში ისვენებდნენ. საღამოს 6 საათისთვის კი, გია ცეცაძემ გუნდი სავარჯიშოდ წაიყვანა.

ვარჯიშმა საათნახევარს გასტანა და საკმაოდ დინამიური და აქტიური გამოდგა. ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას საკმაო ხანი დაუთმო თემურ ლორთქიფანიძემ. ასევე, დიდხანს ხვეწდნენ ფეხბურთელები კომბინაციურ ვარიანტებს. ბოლოს კი, მინი-ორკარაც ითამაშეს.

7 ივლისს, ნაკრებს იგივე განრიგი აქვს. 11 ივლისს კი, ცეცაძის გუნდი ტესტ-მატჩს "სკონტოს" დუბლშემადგენლობასთან გამართავს.

8 ივლისიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სფფ იწყებს ყოველდღიურ გადაცემებს 19-წლამდელთა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ. გადაცემა ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 23:00 საათზე გავა.

სფფ-ის პრესსამსახური
რიგა, ლატვია


ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი ზედმეტი მოგდით. უფრო წყნარ ვითარებაში უკეთესი შედეგი მიიღწევა. მე მგონი გადაწვავთ ბიჭებს.
RAMO
13:09 07-07-2013
0

სიახლეები პოპულარული