დავით უბილავა
დაიბადა 1994 წლის 27 იანვარს (19 წლის)
პოზიცია - მარცხენა მცველი
სიმაღლე - 170 სმ: წონა - 66 კგ
საკლუბო კარიერა:
2012 - რუსთავის "მეტალურგი"
2012-2013 - "ვიტ ჯორჯია" - 6 მატჩი, 0 გოლი
2013 - "ტორპედო" - 2 მატჩი, 0 გოლი
სანაკრებო კარიერა:
U19 საქართველო - 6 მატჩი, 0 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
სანაკრებო დებიუტი: ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 26.10.12 ხორვატია 2:0 საქართველო
ნორჩი დინამოდან დავიწყე
ვარჯიში "ნორჩ დინამოში" თემურ თვალჭრელიძესთან დავიწყე. სხვათა შორის, იქ დათუნა მთივლიშვილთან და
საკმაოდ მალე "ლოკომოტივის" სკოლაში გადავედი და იქაც თვალჭრელიძე მავარჯიშებდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კაცის გაზრდილი ვარ და ბევრი რამ მასწავლა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
მერე "ლოკომოტივის" ჭაბუკებში ამიყვანეს, მაგრამ გუნდი დაიშალა და რუსთავის "ოლიმპში" აღმოვჩნდი. მალე "ვიტ ჯორჯიაში" მიმიწვიეს და უმაღლესი ლიგის თამაშებიც ჩავატარე. ამ გუნდში ის გამოცდილება მივიღე, რაც ჩემი ასაკის მოთამაშეს აუცილებლად სჭირდება - უმაღლეს ლიგაში გამოსვლით კი ძალიან ბევრს იძენ და სწავლობ.
პირველი ტრანსფერი
წლეულს ზაფხულში, ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივიდან" 17 ფეხბურთელი წაიყვანა და მეც ამ გუნდში ჩავირიცხე.
ეს მოლაპარაკება ბელგიაში ჩატარებულ ელიტრაუნდზე დაიწყო. იქ თამაზ ბოკერია იმყოფებოდა, რომელიც მაშინ "ლოკომოტივში" მუშაობდა, ახლა კი "ტორპედოშია". თამაშების შემდეგ, ქუთაისში გადასვლა შემომთავაზა.
სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, რადგან ქუთაისში 19-წლამდელთა ნაკრების 8 ფეხბურთელი გადავიდა, ჩემი ბავშვობის მეგობრებიც წავიდნენ და დავთანხმდი.
მერე კლუბებმა მოილაპარაკეს და რაც ვიცი, "ტორპედო" "ვიტ ჯორჯიას" გარკვეულ თანხაზეც შეუთანხმდა.
გუნდში ვითარება ძალიან მომეწონა, ძირითადად, ახალგაზრდები ვართ. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებიც ძალიან კარგად დაგვხვდნენ და მგონია, რომ "ტორპედო" მომავალში ძალიან კარგი გუნდი იქნება.
ჩვენი სისხლი
გია ცეცაძემ გუნდში ახალი სტილი დაამკვირდა - შეტევა და მხოლოდ შეტევა. ეტყობა, შემტევი ფეხბურთი ჩვენ ბუნებასა და სისხლში იმდენად ზის, რომ უფრო ბუნებრივად და ლაღად ავთამაშდით.
ბიჭებმა ახალ ტაქტიკას ალღო ავუღეთ და გუნდსაც აშკარად მოუხდა.
მე მცველი ვარ, მაგრამ ასეთი ფეხბურთი ძალიან მსიამოვნებს, შეტევა და გოლის გატანა ყველა მოთამაშის სურვილია. აბა, დაცვაში გამუდმებული ჯდომა ვის მოწონს, როდესაც შენს შანსს შეშინებულივით ელოდები.
იმედია, ევროპაზეც ასე გავაგრძელებთ, რადგან ხელწამოსაკრავი გუნდი არ ვართ. მეორეხარისხოვნად თავი არავისთან არ უნდა იგრძნო, თორემ, ამას მეტოქეც გრძნობს და უფრო თამამად გეთამაშება.
ევროპის ჩემპიონატზე
საკმაოდ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. ფრანგებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, თურქებმაც უძლიერესი ჯგუფიდან გააღწიეს. ყველაზე მეტად სერბეთს ვიცნობთ, რადგან ორჯერ შევხვდით და მათთანაც მძიმე ბრძოლა გველის.
საერთოდ, არავინ ფიქრობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვინმესთან გასეირნება გველის - ასეთ ტურინირზე სუსტი ნაკრებები ვერ გადიან. სწორედ ეს მახარებს - საქართველო ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.
სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საფრანგეთთან პირველ მატჩს გამოვტოვებ. ასევეა სამუშიას ამბავიც. ელიტრაუნდში ორივეს 2-2 ყვითელი ბარათი დაგვიგროვდა.
არადა, უეფამ ბარათები იმ ფეხბურთელებს გაუუქმა, რომლებსაც ერთი ყვითელი ჰქონდათ.
უფრო მეტ ხალხს ველი
გაცილების დღეს, "მიხეილ მესხზე" გულშემატკივრები მოვიდნენ და მათმა თანადგომამ უსაზღვროდ გაგვახარა. ლატვიურ შეკრებაზე ძალიან თბილად გაგვაცილეს.
თუმცა, მჯერა, ლიტვაში ისე ვითამაშებთ, რომ ხალხი ძალიან გავახაროთ და ჩამოსულებს გაცილებით მეტი გულშემატკივარი დაგვხვდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] პრეცედენტი - ოქროსმედალოსანი დაჩი ცნობილაძე
[გაიცანით 19-წლამდელები] სანდრო გურეშიძე: ფული ყველაფერს არ წყვეტს
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩანა არაბული: იმედია, ფინალურ სტადიაზე ისეთ უსამართლობას არ წავაწყდებით
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია