სანდრო გურეშიძე
დაიბადა 1995 წლის 23 აპრილს თბილისში (18 წლის)
სიმაღლე - 188 სმ; წონა - 80 კგ
პოზიცია - ცენტრალური მცველი
კლუბი - თბილისის "დინამო"
საკლუბო კარიერა
2011 - თბილისის "დინამო - დუბლები"
2012-2013 - თბილისის "დინამო 2" - 16 მატჩი, 2 გოლი
2013 - თბილისის "დინამო"
სანაკრებო კარიერა
U17 - 1 მატჩი, 0 გოლი; U-19 - 2 მატჩი, 0 გოლი
სანაკრებო დებიუტი: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდი.
31.03.12: უკრაინა 0:1 საქართველო
თბილისის "დინამოს" ავსტრიულ შეკრებაზე მწვრთნელმა 18 წლის მცველები -
თბილისში დაბრუნების შემდეგ გურეშიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა, რომელიც ახლა ლატვიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.
სხვათა შორის, სანდრო გასულ წელს ევროფორუმზე ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების განაცხადშიც იყო.
ჰუფნაგელის ნაცვლად
19-წლამდელებში შემთხვევის წყალობით მოვხვდი. ელიტრაუნდამდელ შეკრებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ლუკა ჰუფნაგელი დაშავდა და გია ცეცაძემ მის ნაცვლად გამომიძახა.
ბელგიაში სასწრაფოდ გავემგზავრე და ვესტერლოში 21 მაისს ჩავედი, როდესაც 24 მაისს ინგლისთან პირველი შეხვედრა გვქონდა. გუნდში შედარებით უცხო ვიყავი და შესაგუებლად დრო დამჭირდა.
მხოლოდ ორი შეხვედრა ვითამაშე, შოტლანდიასა და ბელგიასთან, მაგრამ ასეთი სიხარული არასოდეს განმიცდია. სხვათა შორის, ბევრი მოთამაშე დისკვალიფიცირებული რომ გვყავდა, ბელგიასთან შეხვედრისას წინახაზელებიდან სათადარიგოებში მხოლოდ მე ვიჯექი.
ევრიკა - შეგვძლებია
ამ შეხვედრებმა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამ აზროვნება და მიზნები სრულიად შემიცვალა. ჩვენი პრობლემა არა იმდენად ფინანსური ყოფილა, არამედ ის, რომ თავდაჯერებულობა გვაკლდა - 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე კლასის და საკუთარი ძალების რწმენის ხარჯზე გავედით.
გია ცეცაძემ შთაგვაგონა, რომ თამაში შეგვეძლო და მუდამ პრესინგსა და შეტევას ითხოვდა. სხვათა შორის, ძალიან გამიკვირდა, რომ ჩვენს პრესინგს ვერავინ უძლებდა.
საერთოდ, მათთვის მოულოდნელი ფეხბურთი ვაჩვენეთ - ალბათ, ელოდნენ, რომ სადღაც, ევროპის ბოლოში მდებარე ქვეყნის ნაკრები, რომელსაც არასოდეს არაფრისთვის მიუღწევია, აუტსაიდერი იქნებოდა და დაცვაში ჩაჯდებოდა. ამის ნაცვლად, აგრესიულად შევუტიეთ, რაც მეტოქეებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია, ისინი ამან დააბნია.
ინგლისელები მოედანზე, იცით, როგორ გამოვიდნენ? თითქოს, 3 ქულა უკვე გარანტირებული ჰქონდათ და როდესაც გამოფხიზლდნენ, უკვე გვიანი იყო.
ბელგიაში ტურნირი რომ დასრულდა, ერთში დავრწმუნდით: მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებს, შოტლანდიელებსა და ბელგიელებს პირობებით ვერ შევედრებით, ქართველებს მათზე ნაკლები ფეხბურთის თამაში არ შეგვძლებია - ფული ყველაფერს არ წყვეტს. ამან ბიჭებს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა მოგვანიჭა.
ბუბადან ბუბამდე
ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა და გული სულ სტადიონისკენ მიმიწევდა. 5 წლის გავხდი, მამამ საფეხბურთო სკოლა "ირაოში" რომ შემიყვანა. იქ ჩემი მწვრთნელები ლევან ანდღულაძე და თამაზ ოდიშელიძე იყვნენ. მაგრამ თავიდან, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ბუბა ტყავაძესთან ვვარჯიშობდი - "დინამოს" დღევანდელი სპორტული დირექტორი მაშინ მწვრთნელი იყო და კარგად მახსოვს, ბავშვებს მასთან ვარჯიში გვიხაროდა. ისეთი რაღაცები გვასწავლა, რაც შემდეგ მაგრად დამეხმარა.
"ირაოდან" 12 წლისა თენგიზ დოლიძესთან "ვიტ ჯორჯიაში" გადავედი, 2010 წელს კი - "დინამოს" აკადემიაში, სადაც ყველაფერი საჩემოდ აეწყო: ჯერ კახა გოგოლაძემ ჭაბუკთა გუნდში მათამაშა, მერე ვასიკო მაისურაძემ - დუბლშემადგენლობაში, ბოლოს კი - რამაზ მუმლაძემ - "დინამო 2"-ში.
აქედან წლეულს დუშან უჰრინმა ძირითადში გადამიყვანა და ავსტრიაში "დინამოსთან" პირველი შეკრება გავიარე - ფეხბურთელები, მწვრთნელები, გუნდის ყველა წევრი მამხნევებდნენ. თანაგუნდელებს ვაკვირდებოდი და ამ გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით ბევრი რამ ვისწავლე და ფიზიკურადაც კარგად მოვემზადე.
ეს ჩემთვის უბედნიერესი ამბავია. "დინამოში" მოხვედრაზე ხომ ნებისმიერი 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ოცნებობს. ძალიან მინდა, რომ ბევრი ვიშრომო, ძირითადში მოხვედრა დავიმსახურო და "დინამოს" ფორმა მოვირგო.
ახლა შანსი მომეცა, კარიერა რომ ავიწყო. ეს შესაძლებლობა კი ხელიდან არ უნდა გავუშვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩანა არაბული: იმედია, ფინალურ სტადიაზე ისეთ უსამართლობას არ წავაწყდებით
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია