მატჩი საღამოს 19:30 საათზე (თბილისის დროით), მარიამპოლის სტადიონზე დაიწყება და მის ნახვას ქართველი გულშემატკივარი "მე-9 არხის" პირდაპირი ეთერის საშუალებით შეძლებს. მათ კი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, ტრანსლაციის ნახვა "ევროსპორტის" მეშვეობით შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ სერბებმა პირველ მატჩში თურქეთი დაამარცხეს და ამ ეტაპზე ჯგუფის პირველ ადგილზე იმყოფებიან.
საქართველოს ნაკრების მოტივაცია კი გაცილებით მაღალია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ძალზე დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჯგუფიდან გასასვლელად.
ჩვენ
ასეა თუ ისე, სერბებმა თავიანთი საფიქრალი იფიქრონ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ყველაზე მთავარი იციან - ჩვეული შემართებით უნდა გავიდნენ და თამაში მოიგონ.
ეს დაპირისპირება ჩვენთვის და სერბებისთვის მესამე იქნება, რადგან მიმდინარე წელს გუნდები ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითოჯერ გაიმარჯვეს.
ცეცაძის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში, ტრადიციულად, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ჩაატარა.
სერბეთთან მატჩს ჩვენი ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით შეხვდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ გურამ სამუშია და დავით უბილავა, რომელთაც, სავარაუდოდ, სერბების წინააღმდეგ მოედანზეც ვიხილავთ.
23 ივლისს, ოდნავ მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება - თურქეთი საფრანგეთს შეხვდება.
A ჯგუფში ჰოლანდია-პორტუგალიისა და ლიტვა-ესპანეთის შეხვედრები გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა
მატჩისწინა კომენტარები:
გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების
ლიუბინკო დრულოვიჩი: საქართველოს შეუძლია ტურნირის აღმოჩენა გახდეს
ნიკა სანდოხაძე: სერბეთთან, გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი თამაში იქნება
ნიკა ჭანტურია: სერბებს კარგად ვიცნობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
აბა დღეს კიდევ ერთხელ გაგვახარეთ!