U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს 23 ივლისს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში გია ცეცაძის გუნდი სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი საღამოს 19:30 საათზე (თბილისის დროით), მარიამპოლის სტადიონზე დაიწყება და მის ნახვას ქართველი გულშემატკივარი "მე-9 არხის" პირდაპირი ეთერის საშუალებით შეძლებს. მათ კი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, ტრანსლაციის ნახვა "ევროსპორტის" მეშვეობით შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ სერბებმა პირველ მატჩში თურქეთი დაამარცხეს და ამ ეტაპზე ჯგუფის პირველ ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრების მოტივაცია კი გაცილებით მაღალია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ძალზე დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჯგუფიდან გასასვლელად.

ჩვენ
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ კაუნასში მყოფი ფეხბურთის სპეციალისტებისა თუ მედიის წარმომადგენლებისგან და მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან მატჩში დრულოვიჩის გუნდი თურქებთან აღებულ 3 ქულას გაუფრთხილდება და ფრეც დააკმაყოფილებს; ნაწილი კი ამბობს, რომ ეს მათთვის დამღუპველი იქნება და სერბებმა აუცილებლად მოგებაზე უნდა ითამაშონ.

ასეა თუ ისე, სერბებმა თავიანთი საფიქრალი იფიქრონ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ყველაზე მთავარი იციან - ჩვეული შემართებით უნდა გავიდნენ და თამაში მოიგონ.

ეს დაპირისპირება ჩვენთვის და სერბებისთვის მესამე იქნება, რადგან მიმდინარე წელს გუნდები ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითოჯერ გაიმარჯვეს.

ცეცაძის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში, ტრადიციულად, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ჩაატარა.

სერბეთთან მატჩს ჩვენი ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით შეხვდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ გურამ სამუშია და დავით უბილავა, რომელთაც, სავარაუდოდ, სერბების წინააღმდეგ მოედანზეც ვიხილავთ.

23 ივლისს, ოდნავ მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება - თურქეთი საფრანგეთს შეხვდება.

A ჯგუფში ჰოლანდია-პორტუგალიისა და ლიტვა-ესპანეთის შეხვედრები გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა

მატჩისწინა კომენტარები:
გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების
ლიუბინკო დრულოვიჩი: საქართველოს შეუძლია ტურნირის აღმოჩენა გახდეს
ნიკა სანდოხაძე: სერბეთთან, გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი თამაში იქნება
ნიკა ჭანტურია: სერბებს კარგად ვიცნობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ გაიმარჯვებთ, ყანწი Hემზეა ბიჭებო
kaxeli
16:16 23-07-2013
0
აბა თქვენ იცით!თქვენი იმედით ვარ ბიჭებო!22წელი ველოდები ეროვნული ნაკრების წარმატებას,მსოფლიო გრანდებში დამკვიდრებას(ამაზე ვოცნებობდი ჯერ კიდევ 1982წელს,როცა ყიფიანი და გუცაევი არ წაიყვანეს,თუმცა მაინც საბჭოთა ნაკრებს ვერ ვქომაგობდი,არ გამაჩნდა განცდა რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებია..)!!!გთხოვთ პროფესიონალიზმს,პატრიოტიზმს!!!როდის განმეორდება ის დრო(როგორც 1981წლის 13მაისს),როცა მთელი ქართველობა გაიხარებს თქვენი წარმატებების,გამარჯვებების აღსანიშნავად???
აბა დღეს კიდევ ერთხელ გაგვახარეთ!
akhali
17:09 23-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული