ბაჩანა არაბული: სერბებს ბურთი უნდა წავართვათ

AutoSharing Option
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას სერბ თანატოლებთან გამართავს.

უეფას ოფიციალურ საიტზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ბაჩანა არაბულზე სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც შემოგთავაზებთ.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში საქართველოს ნაკრებისთვის ფრანგებთან 0:0 ფრე ურიგო შედეგი არაა, ბაჩანა არაბულმა უეფას საიტს განუცხადა, რომ საქართველო სერბეთის ნაკრებთან კიდევ მოუმატებს.

გიორგი ცეცაძის გუნდმა პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. ელიტრაუნდში საქართველომ ინგლისი, შოტლანდია და ბელგია ჩატოვა.

საქართველოს ათიანი დარწმუნებულია, რომ გუნდის მებრძოლი სული კიდევ უფრო შორს
გაღწევის საშუალებას მისცემს, ამჯერად უკვე ლიტვაში, ფინალურ ეტაპზე.

"პირველ მატჩში ძალიან მომეწონა ჩვენი გუნდის მებრძოლი სული. მოედნის ყოველ მონაკვეთზე გუნდი ბოლომდე იბრძოდა. თუმცა ჩვენ უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით, დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის დროს", - განაცხადა გორის "დილას" ფეხბურთელმა.

გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწიეს (17-წლამდელთა შორის). არაბულს მიაჩნია, რომ, რადგან ახლა უკვე 19-წლამდელებმა უწიეს მიზანს, საქართველოში ფეხბურთს უკეთესი მომავალი ელის.

"მჯერა, რომ ფეხბურთელთა ამ ჯგუფს ბევრის მიღწევა შეუძლია. ამ ბიჭების ნაწილი 17-წლამდელთა გუნდშიც იყო. იმ ნაკრების სხვა ბიჭებიც, რომელთაც ჯერ ვერ მოახერხეს 19-წლამდელებში დამკვიდრება, ძალიან ნიჭიერები არიან.

ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი უმაღლეს დონეზე ითამაშებს ფეხბურთს და ერთ დღესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდება
".

არაბული სიამაყეს გრძნობს კაპიტნის სამკლავურის ტარების გამო, კიდევ უფრო კი ის ალიტუსში ქართველ გულშემატკივართა მხარდაჭერამ აღაფრთოვანა.

"დიდებული შეგრძნებაა, როცა გუნდი კაპიტნობას განდობს.

პირველ მატჩში ტრიბუნებიდან ქართველ გულშემატკივართა შეძახილები გვამხნევებდა. გვესმოდა ქართული ხმები, ვხედავდით ჩვენს დროშებს. ეს ძალიან დაგვეხმარა საბრძოლოდ განწყობისთვის.

მინდა ჩვენს
გულშემატკივრებს ამისთვის მადლობა გადავუხადო. თავი საქართველოში მეგონა. დარწმუნებულნი იყავით, სერბებთან მატჩშიც ასე იქნება".

არაბული დარწმუნებულია, რომ ლიუბინკო დრულოვიჩის გუნდს კარგად იცნობს და იცის, რას უნდა მოელოდეს სერბი მოწინააღმდეგეებისგან, რომელთაც კამპანია თურქების დამარცხებით დაიწყეს.

"ჩვენ სერბეთი-თურქეთი არ გვინახავს, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არის. სერბებს ორჯერ შევხვდით ახლახან და მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით.

ჩვენი მიზანი თამაშზე კონტროლის დაწესება და ბურთის ჩაგდება იქნება
".

ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურია: სერბებს კარგად ვიცნობთ და იმედიანად ვართ განწყობილნი
ნიკა სანდოხაძე: სერბეთთან, გულშემატკივარს რომ უყვარს, ისეთი თამაში იქნება
გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული