![](https://sportall.ge/pictures/image5/4ca6fed4ed0447c5638a36fbcd634c8d.jpg)
ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები გიორგი ჭანტურიას გოლით იგებდნენ და მხოლოდ მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით ქულას გამორჩნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ შოტლანდიაში დავუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელ ლაშა დვალიშვილს, რომელმაც ეს გვითხრა:
"ჩვენებმა გოლი ასე გაიტანეს: ჯანო ანანიძე კარგ პოზიციაში იყო და თავადაც შეეძლო დარტყმა, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში მყოფ ჭანტურიასთვის გადაწოდება ამჯობინა.
ახლო კუთხეს მეკარე ფარავდა და ჭანტურიამაც შორეულისკენ დაარტყა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და
შეხვედრის მიწურულს ქვილითაიას ჰქონდა საგოლე მომენტი, მაგრამ... ისე, ქვილითაია საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში.
ნამდვილად მოსაგები თამაში გვქონდა, ბიჭებმა თავგანწირვით იბრძოლეს, მატჩი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და აქედან გამომდინარე, ფრე ძალზე დასანანი შედეგია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"