საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირში ირანი ააწიოკა

AutoSharing Option
21 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე - "განვითარების თასი 2014" მეორე მატჩი გამართა და კვლავაც გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა, ამჯერად - 8:0.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში პირველი მატჩი ნოდარ აკობიას შეგირდებმა 20 იანვარს ყაზახ თანატოლებთან გამართეს და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ჯგუფის მეორე მატჩში ქართველი ჭაბუკების მეტოქე ირანის 1999 წელს დაბადებულთა გუნდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველობისთვის ამ მატჩში ფრეც ჰყოფნიდათ, აკობიას გაწვრთნილებმა მეტოქეს არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგეს.

ანგარიში გიორგი ჯობავამ გახსნა, ბექა მიქელთაძემ
კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

შესვენების შემდეგ ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - ტაიმის დასაწყისში ჯერ ჯობავამ შეძლო ზედიზედ ორი გოლის გატანა, შემდეგ კი ცოტნე ნადარაიამ გააწბილა ირანელები - 5:0.

მე-6 და მე-7 გოლების ავტორი ერეკლე ლებანიძე გახდა, მატჩის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში იმავე ჯობავამ დააფიქსირა, რომელმაც ამ თამაშში პოკერი შეასრულა - 8:0.

განვითარების თასი 2014. მინსკი. B ჯგუფი. II ტური
საქართველო U17-ირანი U15 8:0 (2:0)
გოლები: ჯობავა (3, 45, 50, 80), მიქელთაძე (30), ნადარაია (65), ლებანიძე (70, 75)

საქართველო U17: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ლებანიძე, ართმელაძე

ტურნირი ოთხი სამგუნდიანი ჯგუფისგან შედგება. ჯგუფების პირველ-მეორე ადგილზე გასულები ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.

ქართველი ჭაბუკების შემდეგი მეტოქე A ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება (სავარაუდოდ, ლიტვა), რომელსაც აკობიას გუნდი 23 იანვარს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მეტი რა მოიგოოტ 8-0 :D
jeko
22 იანვარი 2014 21:57
0
17 წლის ახალგაზრდებს რა მოსდით მერე.
ან რა ხდება ქართულ ფეხბურთში?
tomba
22 იანვარი 2014 14:55
0
ჯერ პატარები...მერე რა გუნდები...სასაცილოა...მეტით უნდა მოეგოთ
nini
22 იანვარი 2014 13:31
0
ჯერ პატარები...მერე რა გუნდები...სასაცილოა...მეტით უნდა მოეგოთ
nini
22 იანვარი 2014 13:29
0
დაჩაგრეს პატარები???
gigusha
22 იანვარი 2014 12:54
0
თქვენ გაგიმარჯოთ ბიჭებო...
თემრაზ
22 იანვარი 2014 10:44
0
და საერთოდ ნუ ვიოცნებებთ რაღაცეებზე. ჩემი აზრით ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე სწორი განვითარება და საშუალო ევროპულ საფეხბურთო ქვეყანად ჩამოყალიბებაა.(მაგ: საბერძნეთი, ბელგია, შვეიცარია, .....)
))
22 იანვარი 2014 00:46
0
სასიამოვნო წასაკითხია და სასიხარულოა, მაგრამ ნუ გავაბუქებთ არასაფეხბურთო ქვეყნის 13 წლის ბიჭებს თუ მოვუგეთ.
))
22 იანვარი 2014 00:40
0
ბავშვები კი, კარგად თამაშობენ, მაგრამ დიდებს რა ემართებათ ეს ვერ გამიგია!?
elguja
21 იანვარი 2014 18:25
0
არ არის საჭირო ზედმეტი ქება.თან 2წლით უმცროსებთან მოგებით.და საერთოდ თუ ფეხბურთში წარმატების მიღწევაზე ფიქრობენ ამ ტურნირში მონაწილე ყველა ნაკრებების ნაკრებიც კი უნდა დაამარცხონ!
akhali
21 იანვარი 2014 18:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული