განსაკუთრებული ამბავი: ლუკას ჰუფნაგელი საქართველოს უბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოქტომბრის დასაწყისში ორ ევროშესარჩევ მატჩს გამართავს: 7-ში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთს დაუხვდება, ხოლო 13 ოქტომბერს ესტონეთს უმასპინძლებს.

ახალგაზრდული ნაკრების საბოლოო შემადგენლობას ჩივაძე უახლოეს მომავალში დაასახელებს. როგორც ჩანს, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის დასრულებას დაელოდება და საზოგადოებას თავის არჩევანს ამის მერე გააცნობს...

მანამდე კი, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში იქნება გერმანული "ფრაიბურგის" საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი.

ეს უკვე კარგი ამბავია. ვიტყოდით, ეს განსაკუთრებული ამბავია ქართული ფეხბურთისთვის, რომელსაც არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები
და, მით უმეტეს, ისეთ მოთამაშეებს არ უნდა შეელიოს, ბუნდესლიგაში აღზევების მოსურნე გუნდში რომ თამაშობენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ოთარ გაბელიამაც დაგვიდასტურა, რომ ჰუფნაგელი ჩივაძეს სანაკრებო სიაში ჰყავს.

მამით გერმანელი და დედით ქართველი ჰუფნაგელი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში (U17, U19) თამაშობდა. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი დამაჯერებელი თამაში მოედნის ცენტრში.

არ ვიცით, რატომ და რა მიზეზით, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ჰუფნაგელი საქართველოს არც ერთ ასაკობრივ გუნდში აღარ მიუწვევიათ. არადა, ვფიქრობთ, ის ნებისმიერ ქართულ ნაკრებს დიდ სარგებლობას მოუტანდა.

გერმანიაში მისი კარიერა თავისი გზით წავიდა. მან ითამაშა "უნტერჰახინგში", 2015 წლის ზაფხულიდან კი "ფრაიბურგშია", სადაც სისტემატურად თამაშობს.

სეზონის დაწყების შემდეგ ჰუფნაგელმა 7 შეხვედრა ჩაატარა "ფრაიბურგის" შემადგენლობაში და 1 გოლი შეაგდო.

ოდესღაც ჩვენთვის ძალიან შინაური კლუბი მეორე ბუნდესლიგაში წინა სეზონის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა და ახლა ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის. "ფრაის" მთავარი მწვრთნელი კრისტიან შტრაიხია. გუნდის ღირსებას იცავენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მარკ ტორეხონი, ნილს პეტერსენი, მანსურ მუიჯა და სხვები.

შეგახსენებთ, რომ "ფრაიბურგის" შემადგენლობაში აქამდე ჩვენებურთაგან უთამაშიათ ალექსანდრე იაშვილს, ლევან კობიაშვილს, ლევან ცქიტიშვილს, გიორგი კიკნაძეს, ზაზა ზამთარაძესა და დავით თარგამაძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Vuyure mis bolo tamashebs fraiburgshi da dzalian kargad itamasha chemi azrit bevr chvens dzalit varvskvlavs ajobebs erovnulshi rom gamoidzaxon.yuradgebas imsaxurebs namdvilad
Givi
03:31 01-10-2015
0
ისე ცხადაზემ რომ გამოცადოს გიბრალტარტან ცუდი არ იკნება
Unknown
19:52 30-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული