U16. ლატვია-საქართველო 0:1 - მოგება და ფინალში გასვლის შანსი

AutoSharing Option
12 მაისს, საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალური ტურნირის B ჯგუფში მეორე შეხვედრა ლატვიის თანატოლთა გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ზე წუთზე გიორგი ივანიაძემ გაიტანა.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდს, რომელიც პირველ მატჩში ჩეხეთს უგოლოდ დაშორდა, ახლა ჯგუფში 4 ქულა აქვს, ბოლო შეხვედრას კი ბორისპოლის სტადიონზე 14 მაისს, მოლდოვასთან ჩაატარებს. ტურნირის ფინალში A და B ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოდის: თამაზ ბაბუნაძე, დემეტრე ბულისკერია, ცოტნე კაპანაძე, ბექა დარცმელია, ლუკა
შუბითიძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ირაკლი ჯავახიშვილი, ზურა დავითაშვილი, გიორგი ლომიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, საბა გაბედავა, თეიმურაზ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ივა გელაშვილი, არჩილ ბასარია, გიორგი კაკაურიძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოღმა და შურიანი ხალხი რა ჩუმადაა როცა ვიგებთ.ღმერთმა ნუ ქნას ერთი ფეხი დაუცდეთ,მერე ნახეთ აქ რა ტექტები წავა.როგორც ვიცი ლატვიასთან 4-0 მაინც უნდა მოგვეგო და ჩეხები რომ ძლიერი ნაკრებია ყველამ იცის,თან მგონი როგორც იქნა დაცვა და ნახევარდაცვა დალაგდა რახან ჩეხებმა გოლი ვერ გაგვიტანეს.წარმატებები ბიჭებს დარჩენილ თამაშებში
Jaba
16:26 13-05-2016
0
Rato mblokavt????
0

სიახლეები პოპულარული