U19. ნაკრებში გამოძახებულთაგან 23 თბილისური კლუბებიდანაა

AutoSharing Option
2 და 4 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ლიტველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 

მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 წუთზე დაიწყება.

გიორგი ყიფიანის გუნდი 29 აგვისტოს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 27 ფეხბურთელს უხმო.

აღსანიშნავია, რომ 27 ფეხბურთელიდან 23 თბილისური კლუბებიდანაა. მხოლოდ სამი ფეხბურთელი არის სხვა ქალაქებიდან და ერთიც ლეგიონერი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა იმ 27-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩებისთვის იხმო.

მეკარეები: ლევან ისიანი (დინამო,
თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო)
მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო, თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი)
ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო, თბილისი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო, თბილისი), სერგო კუხიანიძე (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო, ბათუმი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო, თბილისი).
მკითხველის კომენტარები / 12 /
აუუფფ მოუგებენ ლიტვას და გააღმერთებენ რამდენი ბავშვი იჩაგრება და მერე პრეტენზია გვაქვს საქართველოში ფეხბურთი არარისო როგორუნდა იყოს როცა თავიანთი ხალხი ყავთ გამოძახებული სადარიან ქიმერიძე ბარაბაძე სპანდერაშვილი ვირუბოვი ქიმერიძე წავა რუსეთში და დაკარგავთ საერთოდ ეჰჰ
zaza
30 აგვისტო 2016 15:18
0
არაბიძე 18ელისაა.ეს მისი ტოლების ნაკრებია რაც არ იცით ნუ წერს
koki
30 აგვისტო 2016 14:43
0
თუ დინამოში ან სადმე თბილისურ გუნდში არ ხარ ნაკრების კარი შენთვის დაკეტილია
marselo
30 აგვისტო 2016 14:40
0
19 წლამდელთა ნაკრებს გადახალისება სჭირდება.ხომ ხედავს ყიფიანი ,რომ ასეთი შემადგენლობით შედეგს ვერ იღებს.გამოიძახოს ფეხბურთეელები სხვა გუნდებიდანაც.მარტო სამ გუნდს რომ მიეჯაჭვა. ვნახეთ ამ ნაკრების თააამაში.ასეთი თამაშით შევრცხვებით.იქნებ გონს მოეგონ და გამოიძახონ ღირსეული კონტიგენტი,ვინც მარტლა იმსახურებს ნაკრებში თამაშსს.
ო.კ
30 აგვისტო 2016 13:47
0
არაბიძეს, ბერიძეს და მათ თანატოლებს აღარ უწევთ 19წლამდელ...
მეორე რა შუაშია თბილისის ნაკრები ან დინამო, საბურთალო და ლოკომოტივი?? რეალობა ის არის რომ სწორედ აქ არინ ის ქუთაისელი, ბათუმელი, გურული, კახელი და ყველა იმ რეგიონის ბავშვები ვინც თავს გამოიჩენენ.... ამ ასაკში კი არა 7-8 წლის ბავშვები მოყავთ რეგიონებიდან თუ მოეწონათ, შესაბამისად სწორედ თბილისში და ამ გუნდებშინიყრის ეს ბირთვი თავს.....

სხვა მომენტი რომ ყვლა ნიჭიერი ბავშვი ერთ და ორ გუნდში არუნდა გადანაწილდეს და შესაბამიად არუნდა წაართვა კონკურენტს მაგრამ საქართველოში კი არა მსოფლიოშია ეს რეალობა....
Gio
30 აგვისტო 2016 12:02
0
მარადონას ვეთანხმები არაბიძენიჭიერი და საინტერესო უკვე ფეხბურთელია. ჯინში და ჯიბრში ჩაუდგნენ ევროპაზე მაგ ბიჭის იმედი მქონდა ერთადერთი. მაგრად შევრცხვებით ან რისი იმედი აქვთ ყველა გუნდთან წააგებენ უეჭბელი რაც ავსაჯანაშვილმა გააკეთა იგივეს აკეთებს კველა მწვრთნელები პატრონიც არავინაა მისი ადგილები და არჩევნები ადარდებთ.
koki
30 აგვისტო 2016 11:37
0
ლოკომოტივში დევდარიანი პატრონობს აქეთ ფიფია იქით ფედერაცია აი ასე იკრიბება ნაკრები ვაი თქვენს პატრონს უბედურს მიტოა ქარტული ფეხბურტის საქმე კარგად
gulshematkivari
30 აგვისტო 2016 02:08
0
სხვას პატრონი არ ყავს ისე ნაკრებში ვინ მიასუნიებს ამდენი პატრონიანი რო ვერ ტამაშობს ახლა უპატრონოები მოგეშინჯათ იმიტომ არის ქარტული ფეხბურთი ამ დრეში უარესები მოვიდნენ ფედერაციაში
goga
30 აგვისტო 2016 02:05
0
არაბიძე აქ კი არა და,ეროვნულში უნდა იკოს... მარა,ფაქტი ისაა რო ცხრამეტიანებშიც კი არ იძახებენ... ამათ უნდათ ხე ფეხბურთელები... უსახურები,კველა ერთმანეთს რო გავს...საფიქრალი ექნებათ ნაკლები... გოუნაცილებენ ზონებს და შეუშვებენ მინდორზე... მიტოა ჩვენი ფეხბურტის საქმე კარგად.
maradona
30 აგვისტო 2016 01:03
0
გაგვაგებინეთ ეს საქართველოს ნაკრებია თუ თბილისისი,ხალხო რა დააშავა ასეთიქუთაისის ტორპედოს ბავშვებმა, მათმა ხომ რეზო კვერნაძის ხელმძღვანელობით მეორე ადგილი აიღეს ჩემპიონატში, და სადაა კიდევ ბათუმელი ,ზუგდიდელი, ფოთელი ,გორელი სატრედიელი და სხვა ქალაქების გუნდთა ბავშვები.აი ამიტომ ვართ ამ დღეში, დინამოს გარდა და სხვა თბილისური გუნდების გარდა არავინ არ უნდათ,იმწუთსავე მიყავთ თბილისში ყველა ნკარგი ბავშვი და იქ კი ყველა ფუჭდება.დააბრუნეთ ფეხბურთი ყველგან და მაშინ ნაკრებებიც გაიმარჯვებენ.
მამლუქი ქუთაისელი
29 აგვისტო 2016 20:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული