დათხოვნილი თანამშრომლები და პასიური საიტი - "დილას" ფანები ინვესტორს შეხვდებიან

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, საფეხბურთო კლუბ გორის "დილადან" ორი თანამშრომელი დაითხოვეს. კონკრეტულად ვინ და რა თანამდებობის პირები, უცნობია, თუმცა ამ ამბავმა გორელ გულშემატკივარში უკმაყოფილება რომ გამოიწვია, ფაქტია.

გულშემატკივრები კლუბიდან გათავისუფლებული ადამიანების უკან დაბრუნებას მოითხოვენ. მათი განმარტებით, ეს ორი პირი უკვე წლებია კლუბს ერთგულად ემსახურება და გაჭირვების პერიოდშიც არსად წასულა, სწორედ ამიტომ, ისინი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდნენ.

გარდა ამისა, გორელები ინფორმაციის ნაკლებობასაც უჩივიან, რადგან კლუბის ოფიციალური საიტის განახლება არ ხდება. ეგ კი არა, "დილამ" "ლოკომოტივთან" ამხანაგური მატჩი რომ გამართა, ამის შესახებაც არაფერი
დაწერილა. როგორც გულშემატკივრები აცხადებენ, ეს ყველაფერი ინვესტორის სურვილით ხდება.

შევიტყვეთ, რომ "დილას" გულშემატკივარსა და ებრაელ ინვესტორს შორის შეხვედრა შედგება. სწორედ ამ შეხვედრაზე მოითხოვენ გორელები კლუბში გათავისუფლებული ორი თანამშრომლის დაბრუნებას და ეცდებიან მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რატომაა ოფიციალური საიტი ასეთი პასიური.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
გააჩნია ვინ გაუშვეს, მე მაგალითად 5 გავუშვებდი დილადან ისე რომ ბევრს გაეხარდებოდა,
მინდა ერთი ის ავღნიშნო და მოვუწოდო ვითომ გულშემატკივრებს, როცა კლუბი მერიის ბალანსზე იყო და კლუბს არ აფინანსებდნენ რატომ არ გამოხვედით და არ გააპროტესტეთ, სად იყავით დამალულები?!

აცადეთ ამ ხალხს გუნდი გამოიყვანონ კრიზისიდან და მერე გამოთქვით პრეტენზიები
dila
08:37 08-02-2017
0
ძალიან სამწუხაროა როდესაც კლუბიდან ვინმეს უშვებენ, მაგრამ ეს გარდაუვალი საკითხია ჩემი აზრით. დილას ეფექტურობის გასაზრდელად მტკივნეული რეორგანიზაციაა საჭირო.
რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას ეს კი მართლაც პრობლემაა და ძალიან ცუდია ინვესტორი თუ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. მაქსიმალური გახსნილობის გარეშე მედიასა და გულშემატკივრებთან არაფერი გამოვა. შეხედეთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს მაქსიმალურად
ცდილობენ ხალხი საკუთარი თავით დააინტერრესონ და ჩვენ კიდევ ვისაც გვაინტერესებს იმათაც ჭურში გვამყოფებენ.
გოროდ გორი
08:50 08-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული