ქობულეთელთაგან თავი ლევან კუტალიამ და თბილისის "ლოკომოტივიდან" მოსულმა შერმადინ ართმელაძემ გამოიჩინეს, ხოლო ლანჩხუთელთაგან გოლები ქუთაისის "ტორპედოდან" მისულმა ალექსი ბენაშვილმა და ნიკა დადიანმა გაიტანეს.
"შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე კლუბის პრობლემებზე ლაპარაკობს:
"სამწუხაროდ, არსებული ვითარება გასაქანს არ გვაძლევდა და იძულებულნი გავხდით, უცხოურ შეკრებაზე უარი გვეთქვა და მოთამაშეებისთვის ხელფასის 40 პროცენტი დაგვეკლო.
ამის გამო ბიჭებთან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. სწორედ ამ მიზეზით ვერ შევინარჩუნეთ
ახლა მხოლოდ ერთის იმედი გვაქვს - ჩემპიონატში რაც შეიძლება წარმატებით ვითამაშოთ და იმდენი ქულა დავაგროვოთ, რაც თანხის მიღების საშუალებას მოგვცემს. იქნებ ბიჭებს დანაკლისი ამით მაინც ავუნაზღაუროთ.
კიდევ ერთი იმედი სპონსორების მოზიდვას უკავშირდება. სხვაგვარად ამ სეზონში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", - წუხს ჩელებაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩავლენ ახლა სამტრედიაში, დაასახიჩრებენ 2-3 სამტრედიელს, ვალს მოიხდიან მინდორზე რბენით, წააგებნ 2 ბურთიანი სხვაობით და წავლენ სახლში.
სამარცხვინოა ეს ყველაფერი.