"საბურთალო" და ხარაიშვილი - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საქართველოს XXIX ჩემპიონატი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, დღეს გაგაცნობთ ერთობ საინტერესო და საგულისხმო სტატისტიკას, რომელიც გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს ეფუძნება...

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, კლუბების ჯამური ფასების დადგენისას ახალგაზრდული "საბურთალო" რომ დაწინაურდა, რაც, ცხადია, პატარა სენსაციაა. მეორე ადგილზე ქუთაისის "ტორპედოა", რომელიც 2016 წელს გარკვეული დროით ლიდერობდა. ყველაზე დიდი სენსაცია კი თბილისის "დინამოს" უკუსვლაა. სხვადასხვა დროს, მცირე ხნით, პირველზე იყვნენ არა მხოლოდ "ტორპედო" და "საბურთალო", არამედ გორის "დილა" და "ზესტაფონიც", მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ხნით.

ამ ეპიზოდებს თუ არ
ჩავთვლით, თბილისური გრანდი სტაბილურად ლიდერობდა. ამჯერად, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი მხოლოდ მე-4 ადგილზეა, რაც შემთხვევითი არ არის - გუნდი ბევრ ისეთ მოთამაშეს შეელია, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ და "ტრანსფერმარკტი" ქართული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის ასახელებდა.

ქართული ლიგის ჯამური ფასი 39,33 მილიონი ევროა. ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი, უკეთესიც ყოფილა. მიზეზი - გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის უცხოეთში ბითუმად წასვლაა.

როგორც ხედავთ, გუნდების ჯამური ფასი სულაც არ ნიშნავს, რომ მოთამაშეთა საშუალო ფასებშიც (198 ათასი) იგივე მდგომარეობაა. თუმცა ამ ნომინაციაშიც "საბურთალო" ლიდერობს.

ეროვნული ლიგა 2017
კლუბი მ ჯ/ფ ს/ფ
საბურთალო 22 4,35 198*
ტორპედო 23 4,25 185
ჩიხურა 22 4,23 192
დინამო (თბ) 22 3,95 180
დინამო (ბთ) 23 3,40 148
სამტრედია 19 3,20 168
ლოკომოტივი 24 3,13 130
დილა 23 2,60 113
შუქურა 20 2,33 116
კოლხეთი 19 2,20 116

სულ ჯამური ფასი 39,33

* ფასი მოცემულია ევროებში; მ - მოთამაშეთა რაოდენობა; ჯ/ფ - ჯამური ფასი; ს/ფ - საშუალო ფასი.

ამ ყველაფრის ფონზე, მოულოდნელია, რომ ქართული ლიგის ძვირად ღირებულთა ათეულში ყველაზე მეტი - 4 ფეხბურთელი მაინც დინამოელია.

ყველაზე ძვირად ღირებულები
მოთამაშე ასაკი გუნდი ფასი
გ. ხარაიშვილი 20 საბ 500 000
ო. კიტეიშვილი 20 დინ თბ 450 000
ს. ლობჟანიძე 22 დინ თბ 450 000
დ. ჰამზიჩი 29 ჩიხ 400 000
გ. ქიმაძე 25 ტორ 400 000
რ. კვასხვაძე 27 ტორ 400 000
გ. პაპუნაშვილი 21 დინ თბ 375 000
თ. შონია 26 დინ ბთ 350 000
ბ. არაბული 23 დინ თბ 350 000
ლ. გეგეჭკორი 22 ჩიხ 325 000
გ. რეხვიაშვილი 28 ლოკ 325 000

ვფიქრობთ, ასევე დაგაინტერესებთ, კონკრეტულ გუნდებში რომელი ფეხბურთელები არიან გამორჩეულები:

საბურთალო
გიორგი ხარაიშვილი 500 000
ელვინ ტერა 275 000

ჩიხურა
დინო ჰამზიჩი 400 000
ლევან გეგეჭკორი 325 000

ტორპედო
გიორგი ქიმაძე 400 000
როინ კვასხვაძე 400 000

დინამო თბ
ოთარ კიტეიშვილი 450 000
საბა ლობჟანიძე 450 000
გიორგი პაპუნაშვილი 375 000
ბაჩანა არაბული 350 000

სამტრედია
დავით ჯიქია 300 000
ნიკა სანდოხაძე 275 000

დინამო ბთ
თემურ შონია 350 000
არჩილ ტვილდიანი 275 000

ლოკომოტივი
გიორგი რეხვიაშვილი 325 000
ირაკლი კომახიძე 250 000

შუქურა
ირაკლი კლიმიაშვილი 250 000

კოლხეთი
ვარლამ კილასონია 225 000
ვლადიმირ კორობკა 225 000

დილა
გიორგი პაპავა 200 000
თენგიზ წიქარიძე 200 000

ასევე დაგაინტერესებთ, ეროვნული ლიგის მთავარ მწვრთნელებს მოგების, ფრისა და წაგების როგორი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ. თავიდანვე ვიტყვით, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან ხომერიკი ბათუმის "დინამოს" წელიწად-ნახევარზე მეტია ავარჯიშებს და ამ პერიოდში მას კარგი სტატისტიკა დაუგროვდა.

მწვრთ კლუბი მოგება ფრე წაგება
ლ. ხომერიკი დინ ბთ 62,5% 12,5% 25,0%
გ. ცეცაძე სამ 56,3% 15,5% 28,2%
ს. ფრუიძე ჩიხ 53,8% 19,2% 26,9%
გ. ჭიაბრიშვილი საბ 48,4% 21,9% 29,7%
გ. დევდარიანი ლოკ 40,8% 24,5% 34,7%
კ. კაჭარავა დინ თბ 33,9% 23,2% 42,9%
კ. ჩხეტიანი ტორ 33,3% 00,0% 66,7 %
გ. გურული შუქ 31,8% 18,2% 50,0 %
გ. სანაია კოლ 30,0% 22,9% 47,1%
ზ. არიე დილ 00,0% 16,7% 83,3%

გია ცეცაძის მეორე ადგილზე ყოფნაა მოულოდნელი, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება - ამ სტატისტიკაში მწვრთნელის მიერ წლების განმავლობაში ნაჩვენები შედეგები ფიქსირდება. ცეცაძეს კი ბევრ გუნდსა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია და ამ ხნის განმავლობაში ნაჩვენები შედეგი, თამაშების 56,3% მოგება, ჩვენს რეალობაში ფანტასტიკას ჰგავს.

ამ სიაში დაუჯერებელ ფაქტსაც იპოვით. ყველაზე უცნაური სტატისტიკა გორის "დილას" მთავარ მწვრთნელ ზივ არიეს აქვს, რომელსაც მოგება საერთოდ არ უფიქსირდება. ეს იმიტომ, რომ აქამდე, "ტრანსფერმარკტმა" ოფიციალურად მხოლოდ თელ-ავივის "მაკაბის" 19-წლამდელთა გუნდში მუშაობა აღურიცხა, სადაც გუნდს სულ ექვს მატჩში ხელმძღვანელობდა.

საერთოდ, ეს მშრალი სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ბევრზეც დუმს. მაგალითად, გასულ სეზონში ცეცაძემ ყველაზე წარმატებით იმუშავა, ხოლო გელა სანაიამ ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში სასწაულებრივად დატოვა და ამ ყველაფერს ეს უარყოფითი სტატისტიკაც ვერ გადაწონის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული