კოლხების სპორტულმა დირექტორმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ ლეგიონერებზე საინტერესო ამბები მოგვიყვა:
"უკრაინელი ლეგიონერი პირველი ლიგის კოვალიევკას "კოლოსში" თამაშობდა. გაგიკვირდებათ და, მის იჯარაში მხოლოდ 100 დოლარი გადავიხადეთ. მისი კანდიდატურა ლევან გულორდავამ მირჩია, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა და
საერთოდ, თუ ეძებ, პოულობ კიდეც. ჩვენ თავდამსხმელს ვეძებდით და იმედია, კოვტალიუკი ჩვენს ნდობას მომავალშიც გაამართლებს", - ამბობს ჯაკობია.
მისი თქმით, კენიელ ერიკ ოტიენოს საინტერესო ვარიანტები გამოუჩნდა:
"მას ახლა რამდენიმე გუნდი აკვირდება: 2 - ბელგიის მთავარი ლიგიდან, თითოც რუსეთის პრემიერლიგიდან და თურქეთის პირველი ლიგიდან. "მარსელოს" ბელგიაში წასვლა შარშანაც შეეძლო, მაგრამ კენიის ნაკრების წევრია და "გენტის" დუბლებში თამაში ამიტომ არ ისურვა. მისი საქართველოში ჩამოყვანა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგი არ იყო.
საერთოდ, აფრიკელებს და ბრაზილიელებს ძალიან უჭირთ ადაპტაციის პერიოდის გავლა. სამშობლოში დარჩენას, აფრიკელებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაში ურჩევნიათ".
ჯაკობია არ გამორიცხავს, რომ კენიელი საქართველოს დატოვებს და ამით კლუბი ისარგებლებს:
"მიხარია, რომ კარგი გუნდი და ხელმძღვანელობა შეიკრიბა. დირექტორი თემურ ბარქაია და მთავარი მწვრთნელი გელა სანაია მენდობიან და ერთიანი მოქმედება გუნდზეც აისახა. დაინტერესებული კლუბები ზაფხულში "კოლხეთთან" დალაპარაკებას და "მარსელოს" კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებენ. მან კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დარწმუნებული ვარ, ტრანსფერის შემთხვევაში, "კოლხეთი" ფინანსურად ისარგებლებს და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერთი ამდენს მიიღებს, რაც კლუბის წინსვლას წაადგება.
სხვათა შორის, ერთ-ერთ ბელგიურ გუნდს სენეგალელი არფანგ დაფეც მოეწონა და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით "კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივა გაგვიჩნდა.
როდესაც კლუბში ფული იქნება, უმას დონის კიდევ ორ ლეგიონერს ჩამოვიყვან - ბელგიური სააგენტო, რომელსაც მე წარმოვადგენ, ბევრ საინტერესო ფეხბურთელთან თანამშრომლობს. ამ ორი ფეხბურთელის დამატება ახლაც გვსურდა, მაგრამ "კოლხეთში" თითოეული თეთრი გაწერილია და ამ ტრანსფერებისთვის ბიუჯეტი აღარ გვყოფნიდა".
ჯაკობიას თქმით, ეროვნული ჩემპიონატის ტელეგაშუქება მისი რეკლამირების საუკეთესო გზა იყო:
"სხვათა შორის, ჩვენს ლეგიონერებს იმიტომაც აკვირდებიან, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი ჩემპიონატის ყველა შეხვედრის ვიდეორეპორტაჟს უზრუნველყოფს. შედეგად, ქართულ ლიგას ნებისმიერი დაინტერესებული პირი უყურებს, ჩემი უცხოელი მეგობრებისგან ვიცი, რომ ასეთები საკმაოდ ბევრია.
"მარსელოს" მიმართ კი ეს გუნდები ადრეც იყვნენ დაინტერესებულები და "კოლხეთში" მის თამაშებს თვალი რომ მიადევნეს, დარწმუნდნენ, რომ მართლაც გამორჩეული მოთამაშეა.
ცხადია, ასეთ დროს, შეიძლება, რომელიმე ქართველიც მოხვდეთ თვალში. მოკლედ, ეს დროული და საჭირო პროექტი იყო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თქვენ ქართველი ფეხბურთელების არჩევა ვერ ისწავლეთ და უცხოელებში რას გაერკვევით? ექსპერიმენტებს ატარებთ საბიუჯეტო ფულების სახერხად. რომ ამბობდით შავები ქართველებზე იაფად თამაშობენო, აი მაქაა სახეზე იაფი შავების საბოლოო ნამოქმედარი.
მაგივე დღეში ჩავარდება სამტრედიაც მალე.
სანამ ბიუჯეტფულმწოვარები არ მოსცილდებით კლუბებს და კერძო არ გახდება კლუბები,მანამ შველა არ იქნება,ეს გამორიცხულია.