"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა

AutoSharing Option
"მერანთან" პრინციპულ შეხვედრამდე "ზუგდიდს" ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია წარუდგინეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელებმა (ორივე - კლუბში 50 პროცენტს ფლობს) გუნდის წევრებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ლაშა გოგილავას თქმით, ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეთავაზება "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მიიღო. ეს შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ეტაპის დასრულებამდე კლუბში ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, თუმცა, შესაძლოა, ოფიციალური მმართველობის უფლება ივნისის ბოლომდე ან პირველი ეტაპის დასრულებამდე მიიღოს.

ჯანაშია საქართველოში 3 წლის
წინათ დაბრუნდა და თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა აკადემიაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ის "ზუგდიდის" მიერ წლეულს ჩატარებულ ყველა შეხვედრას ესწრებოდა და ფეხბურთელებზე გარკვეული ინფორმაციაც აქვს.

"საგანგაშო პრობლემებია, რადგან "ზუგდიდი" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ბოლო ადგილზეა. ყველაფერი გამოსწორდება, თუ მიდგომებს შევცვლით და პასუხიმგებლობას ერთად ვიგრძნობთ.

ყველაფრის მიუხედავად, "ზუგდიდს" ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. შედეგი ძალზე არასასურველია, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი ათამაშდება და უკეთესი შედეგიც გვექნება", - ამბობს ჯანაშია.

მას ბოლოდროინდელ სკანდალურ ინტერვიუზეც ჰკითხეს, რაზეც "ლოკომოტივის" ყოფილმა ფორვარდმა თქვა, რომ მისი ნათქვამი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური კონტექსტით დაიწერა და რომ ევროპული ღირებულებები და უვიზო მიმოსვლა სწორედაც რომ სპორტული სამყაროსთვისაა მისაღები...

- [სკანდალური ინტერვიუ] ზაზა ჯანაშიას ყირამალები ფეხბურთსა და ისტორიაში

დავუბრუნდეთ "ზუგდიდის" თემას. ცვლილებები სამწვრთნელო შტაბშიც განხორციელდა. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ბესიკ შეროზიამ, რომელსაც დროებით მამუკა ჭაჭუა შეცვლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ზუგდიდი" შეროზიასთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებით აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემს კომენტარში რა არ მოგეწონათ რომ დაბლოკეთ.ხალხმა თავისი გულისტკივილი კომენტარებში მაინც ხომ უნდა გამოხატოს.რომ გონზე მოეგონ ინალიშვილი და მისი დამქაშები.ესეც დაბლოკეთ რამე ნაირად.
თათია
17:02 03-05-2017
0
სად ეძებენ ასეთ არასერიოზულ ხალხს ზუგდიდის მთავრობა?მეზობელი დანიშნა უცებ მწვრთნელად.შეროზია არ გაუშვათ არ დაგეკარგოთ.ჯანაშიას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბადრი თუთბერიძეს რომელიც მთავრობიდან იგნორირებულია როგორც მწვრთნელი რადგან არაა ამათი მომხრე,სამაგიეროდ ვინც დღედაღამე აგინებს მთავრობას და ადიდებს ყოფილ მთავრობას ისინი წამყვან პოზიციებზე არიან გუნდში.ინალიშვილი და პერტაია და სხვებიც სასწრაფოდ მოსაშორებელია გუნდიდან.სხვათაშორის მერის ძმალაციც ქავთარაძეც რომელმაც ფეხბურთი საჭმელია თუ სასმელი არ იცის და ყველა პრობკას უხდება.
გოგა
07:05 03-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული