15:20 14-05-2017
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე "ლოკომოტივმა" გახსნა - თავი რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც მორჩა. 61-ე წუთზე "ლოკომოტივის" კარში ჯარიმა დაინიშნა და მაშინ, როცა ყველა საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა, ვაგნერ გონსალვესმა მოულოდნელად კარში დაარტყა და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.
68-ე წუთზე "საბურთალოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოედანზე ირაკლი ბიძინაშვილი შეიყვანა, რომელმაც შემოსვლიდან 4 წუთში გონსალვესის გადაცემის შემდეგ "საბურთალო" წინ გაიყვანა და ამ გოლით თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოუპოვა.
"საბურთალოს" ამ გამარჯვებით 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 22 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული