ეროვნული ლიგა. XII ტური: "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე პირველად იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

- ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]

"სამტრედიამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი გამარჯვება იზეიმა. სამტრედიელებმა გიორგი დათუნაიშვილისა და გიული მანჯგალაძის გოლებით მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურა" ქობულეთის "შუქურას" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკი გაიფორმა გუნდის ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა. მეორე ტაიმში თავისი გოლი მიხეილ სარდალიშვილმაც გაიტანა, "შუქურასგან" კი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კობა შალამბერიძეა.

ამრიგად, "სამტრედიას" 23
ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "ჩიხურას" კი ამ გამარჯვებით 16 ქულა აქვს და ცხრილში მეექვსეა.

ტურის ბოლო მატჩი გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" სორის 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
სამტრედიას ფეისბუქზეც ხდება დიდი პროვოკაიცები თვით კლუბის თანამშრომლების მიერ, ვიღაცეები იქ ვირტუალში იბრიქებიან და პალაჟენიებს იყენებენ,სარგებლობენ ზოგიერთი ახალგაზრდის ბრმა ფანატიზმით და ეს კი მერე გადადის ქუჩაზე, მიდის სრულ იდიოტობამდის.
ორი გუნდი ფეხბურთს თამაშობს და თქვენ რაღა ერთმანეთს ურტყამთ და სისხლს ადენთ?ან ტვინი არა გაქვთ ან რა ხდება?
QWERTY
10:37 15-05-2017
0
მაგრად მიხარიაა სამტრედიის ამოქაჩვა ევროპააზე უნდა წარგვადგინოსს ეს ქუჩის დაპისირსპირება კიდე მაგარი ტეხავს რა რაის ხიბლი უნდა ქონდეს ქართველები ერთმანეთს არ უნდ ა ურტყავდნენ
lasha dinamoeli tbilisi
01:59 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული