კონსტანტინ ფროლოვი: ჩვენ ყველაფერი გამოგვივა!

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" კონსტანტინ ფროლოვმა რომ ჩაიბარა, უკვე ცნობილი ამბავია. სამწუხაროდ, უკრაინელი სპეციალისტის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. აჭარის მთავარი ქალაქის სარაგბო არენაზე "დინამომ" "საბურთალოსთან" 0:1 წააგო.

მაგრამ უკრაინელ სპეციალისტს სოციალურ გვერდზე ბათუმელი გულშემატკივრები ამხნევებენ და წარმატებას უსურვებენ. როგორც ჩანს, ამით იყო განპირობებული ფროლოვის საპასუხო მიმართვა.

"მეგობრებო, მადლობელი ვარ თქვენი გულწრფელი და თბილი სურვილებისთვის. ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი თამაში ჩავატარე და, სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა 0:1 წააგო.

თამაშის ხარისხისა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სერიოზული და შრომატევადი სამუშაო გველის. ჩვენ საამისოდ ყველაფერი
გვაქვს - ფეხბურთის მოყვარული გულშემატკივარი, ხელმძღვანელობა და, რა თქმა უნდა, მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან, შედეგისთვის თავი არ დაზოგონ.

ჩვენ ყველაფერი გამოგვივა", - წერს ფროლოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული