რა თქმა უნდა, "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მცველ გიორგი გაბაძეს ფიქრადაც არ მოსვლია იმ კონკრეტულ ეპიზოდში გიორგი ფოფხაძისთვის ტრავმის მიყენება, მაგრამ ისე მოხდა, რომ საჰაერო ორთაბრძოლისას ეს ფეხბურთელები ერთმანეთს თავებით შეასკდნენ და...
..."დილა"-"ლოკომოტივის" მატჩის დაწყებიდან ჯერ წუთიც არ იყო გასული, ეს უსიამოვნო ეპიზოდი რომ მოხდა. სამედიცინო დახმარების შემდეგ
- დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]
საბედნიეროდ, ექიმების დროული ჩარევით, საშინელი ტრაგედია აგვცდა და ახლა ისღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ მართლაც ჭეშმარიტ პროფესიონალს, 30 წლის გიორგი ფოფხაძეს! ოღონდ, სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღესდღეობით ვერავინ იტყვის, შეძლებს თუ არა ის... საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას. და თუ შეძლებს, როდის და როგორ მოხდება ეს?
გვჯერა, რომ რეაბილიტიციის ხანგრძლივი პროცესი წარმატებით დასრულდება და გიორგი ფოფხაძესაც ისევ ვიხილავთ მოედანზე. სადაც კი მას უთამაშია, ყველგან პროფესიონალიზმის მაგალითი იყო, ყველგან ძირითადი შემადგენლობის უნივერსალ ფეხბურთელად ვიცნობდით, ბევრი ქართველი ლეგიონერისგან განსხვავებით, იმავე დანიის, პოლონეთისა თუ ავსტრიის უმაღლესი ლიგის გუნდებში წამყვან მოთამაშედაც მიიჩნეოდა...
"დილას" ახალწვეული მიმდინარე სეზონშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავის ამპლუაში, "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა...
მალე დაბრუნებას გისურვებთ, გიორგი!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"