ეროვნული ლიგა. XVII ტური: თბილისის "დინამომ" "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა. "საბურთალო" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:5 განადგურდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე დინამოელები ბაჩანა არაბულმა დააწინაურა, 8 წუთში საბა ლობჟანიძემ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 70-ე წუთზე თავისი გოლი გაიტანა გიორგი პაპუნაშვილმაც, რომლისთვისაც ეს "დინამოში" ბოლოსწინა მატჩი იყო. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი 5 ივლისს "სარაგოსას" შეუერთდება.

90-ე წუთზე პაპუნაშვილმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, ერთი წუთით ადრე კი "დინამოს" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა
ნიკა ნინუამ
.

ამრიგად, "დინამოს" 40 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს", რომელიც თავის შეხვედრას დღესვე, 21:00 საათზე ბათუმის "დინამოსთან" გამართავს, 6 ქულით უსწრებს. "საბურთალო" კი 22 ქულით ცხრილში მეექვსე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამო უეჭველი მოუგებს ტორპედოს ასე ვფიქრობ არ უნდა დაუთმოს პირველი ადგილი
gurami
00:45 18-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული